დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ფედერაცია ეროვნული გუნდის თავკაცს ანაზღაურების ახალ მოდელს სთავაზობს.

ცხადაძემ ამ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინათ უპასუხა. კახა ცხადაძის პოზიცია ასეთია - ის მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს. მან ეს პირველად "ლელოსთან" ამასწინანდელ საუბარში დააფიქსირა და პოზიცია არ შეუცვლია.

ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში
გაიმართება.

ჩანს, ამ თემას გაგრძელება ექნება. იმედია, ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის კარგად დასრულდება და ეროვნული ნაკრების ინტერესები არ დაზარალდება.

ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დავუკავშირდით. მან ნაკრების თავკაცთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა:

- დიახ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ვილაპარაკეთ... ახლა ცხადაძისგან ველოდებით პასუხს... იცით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მას კონკრეტული წინადადებით მიმართა.

- ცხადაძემ თქვა, რომ მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს...
- ჩვენი პოზიციაც ცნობილია. ჩვენ მას კონკრეტული მოდელი შევთავაზეთ და ახლა პასუხს ველით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
გთხოვთ დაწეროთ გარკვევით, რა ხდება?
zurab
10:25 21-01-2016
0
არ უწერია ამ საქმეს მშვდიობით დამთავრება და ისეთი პირი უჩანს, გადაყვება ამ ამბებს ნაკრები, სამწუახროდ!!!
არ ვარ ცხადაძის ადვოკატი, მაგრამ ამ შემთხვევაში სათქმელია რომ ძალიან ცუდად იქცევა ფედერაცია, ძალიან ცუდად.
ზოგადად ნაკრებებთან მიმართებაში უკვე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს - უბრალოდ უსამართლოდ და უნამუსოდ იქცევიან

ძალიან გამიცრუვა იმედები კობიაშვილმა, სამწუხაროდ. შეიძლება ადრეა ჯერ დასკვნების გამოტანა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან ახალი ფედერაციის თავკაცები

ველოდოთ ახლა ფრაზას: მომამვალ ციკლი უნდა გამოვიყენოთ იმის მომამავილი ციკლისთვის, ახალი მწვრთნელია, ახალი ფილოსოფია, ფეხბურთელები ახალ ტაქტიკას უნდა შეეგუონ, ფუ, სამარცხვინოები ხართ ახალო ფედერაცია!!!!

მოდის მხსნელი გეგუჩაძე - ვაი თქვენს პატრონს!!!
სიმონ მენაბდე
10:33 21-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული