სანდრო კობახიძე: გაცილებით მეტი შემიძლია

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ კომენტარი გააკეთა:

"ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვება და გოლის არგაშვება იყო და ეს ამოცანა შევასრულეთ. ხალხს მეტი გოლის ხილვა სურდა, მაგრამ რაც გამოვიდა, ეს იყო.

კარგია, რომ შესარჩევის ბოლო საშინაო მატჩი მოვიგეთ. მგონი, გაუხარდა ხალხს.

როგორ ვითამაშე დღეს, ეს მწვრთნელის შესაფასებელია, მაგრამ გაცილებით მეტი შემიძლია, რადგან ტრავმის შემდეგ თამაში ახალი დაწყებული
მაქვს და სასურველ კონდიციებში ჯერ კიდევ არ ვარ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს ბევრად უკეთესად შეგიძლიათ თამაში!
გუჯა კახაძე
20:12 09-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული