კახა ცხადაძე: შეტევაში თავქუდმოგლეჯილი გაქცევას არ ვაპირებთ

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გიბრალტართან ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"შემადგენლობაში პრობლემებია - ვერ გვეხმარებიან ჯანო ანანიძე, ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე და ბუბა დაუშვილი, თუმცა შემადგენლობა ოპტიმალურია იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც გვაქვს.

ჩვენ პატივიცემით ვეპყრობით გიბრალტარის ნაკრებს. მოედანზე ქაოსი არ უნდა იყოს, ფეხბურთელებმა იციან, რა უნდა აკეთონ, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. შეტევაში თავქუდმოგლეჯილი გაქცევას არ ვაპირებთ, როცა საჭიროა პრესინგს ვითამაშებთ, როცა საჭირო იქნება შევუტევთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გიბრალტართან მატჩი.

შეიძლება სქემა
შევცვალოთ, როგოც უკვე აღვნიშნე ერთით მეტი შემტევი იქნება მოედანზე. ორ სქემას განვიხილავთ და შეიძლება ორივე გამოვიყენოთ.

რაც შეეხება ლევან კობიაშვილს, ვულოცავ მას და წარმატებას ვუსურვებ. იმედია მაქვს ის იქნება წარმატებული პრეზიდენტი. მე შევხდი მას ორჯერ, ვისაუბრეთ, ფეხბურთელებსაც გაესაუბრა.

გლობალურ საკითხებზე არ გვისაუბრია, თუმცა ბევრი საკითხებია, რომელსაც გავივლით. ვისაუბრეთ ნოემრბის ამხანაგურ მატჩებზე და მომავალ შეხვდრებზეც, რომელსაც დავგეგმავთ.

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო გიორგი ჭანტურიას თამაში და იმედია ასე გააგრძელებს, თუმცა ფაქტია, რომ ის მხოლოდ ერთი კვირაა გუნდთან ერთად ემზადება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავწრუმნდით, რომ მას შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

მიხარია, რომ ის გერმანიაში მოხვდა. თუ ის ფეხს აუწყობს სამწვრთნელო პროცესს, მისგან სტაბილური და ძალიან მაგარი ფეხბურთელი დადგება. მე მას დიდ პატივს ვცემ, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ის აუცილებლად გამოადგება ეროვნულ ნაკრებს.

გამიჭირდა თუ არა გიბრალტარზე ინფორმაციის მოძიება? ამ კუთხით პრობლემა არ გვქონია. მეტოქის მიმართ პატივიცემით ვართ განწყობილნი და ძალიან სერიოზულად ვემზადებით ამ თამაშისთვის.

ცხადაძე და გელაშვილი დიდი ხანია ნაკრების წევრები არიან და ამ კრიტერიუმებით იქნენ გამოძახებულნი ნაკრებში.

რაც შეეხება გუგა ფალავანდიშვილს, მოვიაზრებ თუ არა მას ჯანო ანანიძის შემცლევად მისი არყოფნის პერიოდში? მოვიაზრებ, სხვა შემთხვევაში არ გამოვიძახებდი. მე ვცდილობ ყველას ავუხსნა, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი არის გუნდის ძირითადი ფებურთელი, მიეცემა თუ არა მას სათამაშო დრო, ეს ხვალ გამოჩნდება", - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-გიბრალტარის მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთხელ მოგვეცა შეტევის შანსი და ისიც არ გამოიყენოთ.DD
sabonis
10:19 08-10-2015
0
შეტევაში თავქუდმოგლეჯილი არ გავიქცევითო ქეცბაიაც ასე ამბობდა რა ფეხბურთსაც თამაშობდა ყველამ კარგად იცის!!!!!!!!!!!
გენო
08:19 08-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული