კახა ცხადაძე: დიდი ხანია, ნაკრებს არ მოუგია და ეს არის ჩვენი მოტივაცია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან რთული მატჩები გველის ამ მოკლე პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი კარგ ფორმაში იყოს, რადგან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ირლანდიასთან შევძლოთ კორექტივების შეტანა.

ორივე გუნდს, შოტლანდიასაც და ირლანდიასაც, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, აქვს შანსი, ჯგუფიდან გავიდეს და დიდი მოტივაცია ექნება. ჩვენი კოზირი შოტლანდიასთან ის იქნება, რომ შინ ვთამაშობთ საკუთარი ქომაგის წინაშე. დიდი ხანია, ნაკრებს არ მოუგია და ეს არის ჩვენი მოტივაცია.

ეს
მატჩები უნდა გამოვიყენოთ და ვაჩვენოთ ყველას, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თანასწორად თამაში.

ჩვენ კვალიფიციური მეკარეები გვყავს, რომლებსაც აქვთ პრაქტიკა. სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი მაქვს, ვინ იქნება კარში ხვალ, მაგრამ ამას ჯერ არ ვიტყვი.

ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პოზიციურ თამაშზე და ამ საკითხში პროგრესი გვაქვს.

შოტლანდია კომბინაციურ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. ისინი საკმაოდ კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ და საკუთარ სტილს არ ცვლიან.

პოლონეთში ძალიან ცუდი რამ მოხდა. ყველა მატჩს ვაანალიზებთ და ვცდილობთ, დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ფუნქციონალურად ფეხბურთელებს ვერ მოვამზადებთ. საამისოდ მათ თავიანთ კლუბებში უნდა ითამაშონ და პრაქტიკა მიიღონ.

პოლონეთთან მატჩის მიწურულს გადავიღალეთ და ფსიქოლოგიურად გავტყდით, მაგრამ ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ", - თქვა ცხადაძემ.

პრესკონფერენციაზე კომენტარი მომავალი მატჩის შესახებ ზურა ხიზანიშვილმაც გააკეთა.

"ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ მწვრთნელი მენდო და გამომიძახა. ნაკრებში თამაში ჩემთვის ყველაფერია.

ასევე განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ ხვალ შოტლანდიის წინააღმდეგ ვითამაშებთ. შოტლანდიაში კარგი პერიოდი მაქვს გატარებული. იმედია, ხვალ ორივე გუნდი კარგ თამაშს ანახებს", - თქვა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის მატჩი "დინამო არენაზე" 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დავაი ბიჭები მონდომება არის მთავარი და შოტლანდია არაა ისეთი გუნდი რომ ვერ მოვუგოთ
obieqturi-gulshematkivari
10:07 04-09-2015
0
jorj, თუ სადმე გეგულება უკეთესი ფეხბურთელი, რომელიც დღეს არ არის გამოძახებული ნაკრებში, იქნებ გვამცნო. სხვა ფორმაციის ნაკრები ამ ეტაპზე არის სადმე? იქნებ შენ იცი და გვითხარი რა!!!
kaka
09:58 04-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული