სკანდალი: კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პოლონეთთან მატჩი ტყუილად გამოტოვა

AutoSharing Option
დღეს, 22 ივნისს, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა სენსაციური განცხადება გააკეთა:

"ყოველი შესარჩევი მატჩის წინ უეფა ფედერაციებს უგზავნის ფეხბურთელთა სიას, რომლებიც დისკვალიფიცირებულნი არიან ან დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე იმყოფებიან.

თუკი ფეხბურთელის გვარის გასწვრივ ვარსკვლავია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის დისკვალიფიცირებულია, არამედ იმას, რომ ფეხბურთელი მომდევნო ყვითელი ბარათის შემთხვევაში გამოტოვებს შეხვედრას. შესაძლოა, ქართველებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ ეს დისკვალიფიკაციას ნიშნავს და ამიტომ არ ათამაშეს ჯაბა კანკავა".

გამოდის, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა სულაც არ ყოფილა დისკვალიფიცირებული და პოლონეთთან შესარჩევი
მატჩი ტყუილუბრალოდ გამოტოვა.

სწორედ დისკვალიფიკაციის მიზეზით, კახა ცხადაძემ არ გამოიძახა "დნიპროს" ფეხბურთელი შეკრებაზე.

ჯაბა კანკავამ შესარჩევ ციკლში პირველი ყვითელი ბარათი პოლონეთთან საშინაო მატჩში მიიღო, მეორე კი - გერმანიასთან საშინაო შეხვედრაში.

უეფას რეგულაციებში კი შავით თეთრზე წერია: "შესარჩევ ტურნირში ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია, თუ: სამ სხვადასხვა შეხვედრაში მიიღებს გაფრთხილებას. ისევე, როგორც ტურნირზე მეხუთე გაფრთხილების მიღებისას".

Sportall.Ge

ჯაბა კანკავას სამი ყვითელი ბარათი არ მიუღია, მან მხოლოდ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ უეფას ოფიციალურ საიტზე.

სამწუხაროდ, ასეთი შეცდომები ერთობ ხშირია ქართულ პრაქტიკაში. გავიხსენოთ ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ლუქსემბურგთან წაგება ჩაეთვალა, რადგან დისკვალიფიცირებული კვეკვესკირი ათამაშეს.

ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში მოგება კი ფიფამ გაგვიუქმა, რადგან თემურ ქეცბაიამ ამხანაგურ მატჩში ოფიციალურად დაშვებულზე მეტი შეცვლა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
აუუ რა დღეში ვარს 2 და 3 ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან და კიდე არჩევა, რომ უნდათ ეს მაგიჟებს.
sabonis
12:54 23-06-2015
0
აგი უნდა კიდევ ისედაც კრიზისში მყოფ ქართულ ფეხბურთს ასეა მის ჭკუაზე რომ არის ფეხბურთის ფედერაციაში შემთხვევითი ხალხი დანიშნული მიტომ იციან კარგად ფეხბურთი და მისი წესებიც
ემზარი
10:20 23-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული