გამოძახება დაიწყო - საქართველოს ნაკრების პირველი წევრის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
fcvolyn.net წერს, რომ სანდრო კობახიძისთვის სეზონი უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურით არ დასრულდება, მას სანაკრებო ბატალიები ელის.

29 მაისს "ვოლინი" ბოლო ტურში ლუცკში დონეცკის "მეტალურგს" მიიღებს.

კახა ცხადაძემ სანდრო ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ჩვენი ნაკრების შეკრება ავსტრიაში 3 ივნისს იწყება, მწვრთნელი კი ვალდებულია, ლეგიონერთა გუნდები გამოძახების შესახებ ორი კვირით ადრე გააფრთხილოს.

9 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურად გაეჯიბრება უკრაინას, 13-ში კი ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში პოლონეთს ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ ივარჯიშოთ „47+5“ მეთოდით!
გუჯა კახაძე
12:55 23-05-2015
0
ვაკო ყაზაიშვილი არის ნაკრების ძირითადი მოთამაშე და იმედია მთავარი მწვრთნელიც შეამჩნევს რა დონეზე თამაშობს კლუბში და შეცვლაზე შემოსვლის ნაცვლად ძირითადში დააყენებს. მაგაზე უკეთეს ფორმაში არცერთი შემტევი ნახევარმცველი არ გყავს დღეს !!!
დავითი 13
00:33 23-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული