ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

იენს ლემანი: თბილისში ყველაფერი ნაცრისფერია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი, 45 წლის იენს ლემანი თბილისშია და 29 მარტს საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩს სატელევიზიო ექსპერტის რანგში დაესწრება.

მან "ფეისბუქკზე" სასტუმროს ნომრიდან ("ჰოლიდეი ინი") გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა სტატუსით:

"ჰელო, თბილისიდან. აქ ყველაფერი ნაცრისფერია ერთის გარდა", - ლემანი სასტუმროს საცურაო აუზს გულისხმობს გამონაკლისში.

შეგახსენებთ, რომ იენს ლემანს 1998-2008 წლებში 61-ჯერ აქვს გერმანიის ნაკრების ღირსება დაცული.