გერმანიის ნაკრებს თბილისში ფანებმა დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
27 მარტს საღამოს, თბილისს გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეწვია. მსოფლიოს ჩემპიონებმა აეროპორტიდან გეზი პირდაპირ სასტუმრო "რედისონისკენ" აიღეს.

გერმანელთა დელეგაციას ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი სასტუმროსთან დახვედრა ქართველმა გულშემატკივრებმა მოუწყვეს. გერმანიის ნაკრების რამდენიმე ათეული ფანი გერმანიის ნაკრების ფორმაში, ხელში პლაკატებითა და ამ ქვეყნის დროშებით შეეგება სტუმრებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
გერმანიის ნაკრები თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა - გუნდს ბოლო მომენტში მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი და შემტევი ნახევარმცველი ქარიმ ბელარაბი გამოაკლდნენ, მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კი ნაკრებში მათი შემცვლელების მიწვევა საჭიროდ აღარ ჩათვალა.

გერმანიის ნაკრები
საქართველოს დედაქალაქს ამ 21 ფეხბურთელით ეწვია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი);
მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი);
ნახევარმცველები: სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (დორტმუნდი), სამი ხედირა, ტონი კროოსი (ორივე - რეალი, ესპანეთი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მარიო გიოტცე (ყველა - ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი);
თავდამსხმელები: მაქს კრუზე (გლადბახი), ლუკას პოდოლსკი (ინტერი, იტალია).

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩისწინა პრესკონფერენციას 28 მარტს, 12:00 სთ-ზე გამართავს, სტუმართა გუნდი კი ოფიციალურ ვარჯიშს "დინამო არენაზე" 17:00 სთ-ზე ჩაატარებს.

საქართველოსა და ფიფას რეიტინგის ლიდერის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეჰ მიხო პაპა,აი შენ,სტალინი მართლა დაგაჩოქებდა.მაგრამ,ამ ახალგაზრდამ კი მხოლოდ სიყვარული და სითბო გამოხატა დიდი,მოქმედი ლეგენდის მიმართ.
Zaza
19:57 29-03-2015
0
ვაიმე დედა,სტალინი რო ცოცხალი ყოფილიყო ეხლა მაიც მოკვდებოდა.
mixo papa
17:07 29-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული