საქართველოს ნაკრები: ჯერ აღდგენა, მერე დასვენება... ჯანო ანანიძე გამოირიცხა!

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძე და ჯანო ანანიძე ვარჯიშზე
მალტასთან მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ეროვნულ გუნდს აღდგენითი ვარჯიში ჩაუტარა, რის შემდეგაც ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა.

გადაწყვეტილი ამბავია - გერმანიასთან შეხვედრაში საქართველოს უპირველეს გუნდს ვერაფრით დაეხმარება მოსკოვის "სპარტაკის" შემტევი ჯანო ანანიძე, რომელიც საზარდულის ტრავმამ შეაწუხა.

ამრიგად, ბუნდესნაკრებთან მატჩისთვის ცხადაძის კრებული ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, რუსეთი), მიხეილ
ალავიძე (დინამო ბთ);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (ინტერი, აზერბაიჯანი), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ლევან კაკუბავა (სამტრედია), ლაშა თოთაძე (დინამო თბ);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე (იაგიელონია, პოლონეთი), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი), კახა მახარაძე (ფახთაქორი, უზბეკეთი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).

* * *
ავსტრალიის ნაკრებთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ჩვენი ფეხბურთელები ბოლო დროს თავიანთ გუნდებში ძალიან გადაიტვირთნენ და ავსტრალიასთან შეხვედრაში ამიტომაც მოგვიხდა გარკვეული კორექტივების შეტანა. უნდა ვაღიაროთ, რომ შესვენების შემდეგ ვეღარ ვითამაშეთ ისე, როგორც პირველ ტაიმში.

მეორე ტაიმში ჩვენს მექანიზმში ბევრი რამ მოიშალა და ახლა უნდა ვიპოვოთ ამის ნამდვილი მიზეზი, რათა საქართველოსთან კვირას გასამართ მატჩამდე ვითარება გამოსწორდეს.

ახლა უკვე შეიძლება იმის ღიად აღიარება, რომ ავსტრალიასთან დაცვაში თამაში არ გამოგვივიდა. ყველაფერი ისე ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვსურს. ვაგრძელებთ მზადებას საქართველოს ნაკრებთან გასამართი თბილისური მატჩისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელშიც მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს", - თქვა ლიოვმა.

"მოგება გვსურდა, მაგრამ ბოლოს გავათანაბრეთ და საბოლოო ჯამში, ისიც საქმეა, რომ მარცხისთვის თავის არიდება შევძელით", - თქვა გერმანელთა ფორვარდმა ლუკას პოდოლსკიმ, რომლის გვიანმა გოლმა ბუნდესგუნდი ავსტრალიასთან მარცხისგან იხსნა.

"ბუნდესმანშაფტი" თბილისში სხვებთან ერთად მეკარე მანუელ ნოიერსაც იახლებს, ვინც "კენგურუებთან" მსუბუქი ტრავმის გამო ვერ ითამაშა. გერმანიის ნაკრები ასეთი შემადგენლობით გვეწვევა:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი);
მცველები: ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი (ორივე - ბაიერნი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი);
ნახევარმცველები: სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი), ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (დორტმუნდი), სამი ხედირა, ტონი კროოსი (ორივე - რეალი, ესპანეთი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მარიო გიოტცე (ყველა - ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი);
თავდამსხმელები: მაქს კრუზე (გლადბახი), ლუკას პოდოლსკი (ინტერი, იტალია).

აქვე გთავაზობთ ლიოვის გუნდის სავარაუდო შემადგენლობას:
გერმანია (3-3-3-1): ნოიერი - ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰუმელსი - ხედირა, შვაინშტაიგერი, კროოსი - მიულერი, იოზილი, როისი - გიოტცე.

* * *
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური აქვეყნებს საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა გრაფიკს:

28 მარტი
გერმანია
12:00, მატჩისწინა პრესკონფერენცია სასტუმრო "რედისონში";
17:00, ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში "დინამო არენაზე" (ღიაა საწყისი 15 წუთი, მხოლოდ მედიისთვის).

საქართველო
19:00, მატჩისწინა პრესკონფერენცია "დინამო არენაზე";
20:00, ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში "დინამო არენაზე" (ღიაა საწყისი 15 წუთი, მხოლოდ მედიისთვის).

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი
საქართველო-ირლანდია 1:2
გიბრალტარი-პოლონეთი 0:7
გერმანია-შოტლანდია 2:1
შოტლანდია-საქართველო 1:0
ირლანდია-გიბრალტარი 7:0
პოლონეთი-გერმანია 2:0
გერმანია-ირლანდია 1:1
პოლონეთი-შოტლანდია 2:2
გიბრალტარი-საქართველო 0:3
საქართველო-პოლონეთი 0:4
გერმანია-გიბრალტარი 4:0
შოტლანდია-ირლანდია 1:0

29 მარტი
საქართველო-გერმანია
შოტლანდია-გიბრალტარი
ირლანდია-პოლონეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეკარე: გიორგი ლორია.
მცველები:გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი.
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ვალერი ყაზაიშვილი,მურთაზ დაუშვილი, გიორგი ჭანტურია.
თავდამსხმელი: ლევან მჭედლიძე.
ქომაგი - (ძირითაი შემადგენლობა) დავამატე ერთიც...
17:45 27-03-2015
0
ბატონო GIZO, ასეთი უცერემონიოთ და უპატივცელოდ ადამიანების მოხსენიება რა უბედურებაა? თუ რამ იცით კონკრეტულად შეგიძლიათ დაწეროთ და საზოგადოებამ გავკიცხოდ იქნებ იმაზე მეტად თქვენ, რომ ახერხებთ. ცეცაძე, როგორც მახსოვს გორში ''დილა''-ში მუშაობდა მრწვთნელად და კარგი შედეგებიც ჰქონდა, ასევე ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა და იქაც არ შეურცხვენია თავი. ასე ვიცით ფეხბურთის ქომაგებმა. ასევე არველაძეებმა გარკვეული, შეიძლება ხმამაღლაა ნათქვამია, მაგრამ პატარა ეპოქა შექმნეს ქართულ ფეხბურთში და მათი ზიზღით მოხსენიება სულ ცოტა გაკვირვებას იწვევს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ არაქრისტიანულია. ბატონო GIZO უკეთესი ხომ არ იქნებოდა როცა რამეს დაწერას მოიდომებთ მასში უფრო სითბო და სიყვარული ჩადოთ თანამემამულეების, თანამოქალაქეების და საერთოდ საზოგადოების მიმართ. უფალმა შეგინდოთ ბატონო GIZO და დაგიფაროთ ბოროტისგან, თქვენ კი ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ უკეთურებისგან.
gizog
15:07 27-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული