მალტური მედია: მსაჯის გარდა, ყველამ დაინახა, რომ ჯაბა კანკავამ ხელით გაიტანა

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა ამხანაგურ მატჩში მალტის ნაკრების წინააღმდეგ. ამ შეხვედრას მალტური მედიაც გამოეხმაურა.

მალტის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი მიმოხილვაში შემდეგს წერს:

"ქართველებმა ანგარიში 86-ე წუთზე გახსნეს გოლით, რომელიც, წესით, უნდა გაუქმებულიყო - კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ხელით გაიტანა. ალბათ, ყველამ დაინახა ეს, გარდა მატჩის ლატვიელი არბიტრისა".

timesofmalta.com: "ქართველებმა საჯარიმო მოაწოდეს. ლევან ყენიას ჩაწოდებას პირველი ჯაბა კანკავა გამოეხმაურა, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს, ქართველმა ნახევარმცველმა ბურთი ხელით გადაგზავნა ჰაბერის კარში, მაგრამ რეფერმა ალექსანდრს ანუფრიევსმა მალტელთა პროტესტი არად ჩააგდო და
გოლი ჩათვალა".

იგივე წყარო: "ეს ცუდი შედეგია მალტელებისთვის, რომელთაც სოლიდური თამაში აჩვენეს და ბოლოს ორი გოლი გაუშვეს, რომელთაგანაც პირველი ძალზე საეჭვო იყო".
მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველ რიგში რეფერიმ და არა რეფერმა, ეს სტატიის ავტორს ეხება.("სასაცილოა" და ჟურნალისტების 90% მზგავს, მე-2 კლასის შეცდომებს უშვებენ). ენის ცოდნა უფრო კარგად მოგეთხოვებათ განსაკუთრებით თქვენი პროფესიის ხალხს. რაც შეეხება გოლს, ჩემი აზრით ხელი არ ყოფილა მაგრამ კარგად არც ერთ გამეორებაში არ გამოჩნდა ამიტომ სიმართლე ალბათ მხოლოდ ჯაბამ და გარშემო მყოფმა ფეხბურთელებმა იციან.
ლევან
18:14 27-03-2015
0
ესე რო გრმანიასთან გავიტანოთ და მსაჯმა ვერ დაინახოს, უდავოდ გმირობის ტოლფასი იქნება, მარა მალტასთან ცოტა არ იყოს ტეხავს ტოო...ეს კანკავას არ ეხება მთლიან გუნდს ეხება, ცალკე კანკავა ძაან მაგარი კაცია..
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული