გერმანია-ავსტრალია 2:2 - ჩემპიონი თბილისში კოჭლობით მოდის [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენი უახლოესი მეტოქე ევროშესარჩევ ციკლში, გერმანიის ეროვნული ნაკრები კაიზერსლაუტერნში ამხანაგურად ეთამაშა ავსტრალიას და ვერ მოუგო - 2:2.

25 მარტს გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როცა მარკო როისმა სამი ხედირას პასი გოლად აქცია. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ავსტრალიელმა ტროიზიმ ბარნსის გადაცემით გაიტანა. 50-ე წუთზე კი იედინაკმა წყვილის აუტსაიდერი ავსტრალია დააწინაურა.

ანგარიში 82-ე წუთზე გათანაბრდა. შეცვლაზე შესულმა ლუკაშ პოდოლსკიმ ასევე სამარქაფო ანდრე შიურლეს პასით იხეირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანიას არ ჰყავდა მეკარე მანუელ ნოიერი, ვინც მსუბუქი ტრავმის მიუხედავად, თბილისში მაინც
ჩამოვა.

იოახიმ ლიოვმა
გუშინ ეს ფეხბურთელები ათამაშა:
(3-2-3-2): ცილერი - მუსტაფი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი (46. რუდი) - ბელარაბი (64. შიურლე), გიუნდოგანი - ხედირა (64. კრამერი), იოზილი, ჰექტორი - გიოტცე (74. კრუზე), როისი (74. პოდოლსკი).

* * *
25 მარტს ამხანაგური მატჩი გამართა ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კიდევ ერთმა მეტოქემ. ბრიტანულ დერბიში შოტლანდიამ (რომელთანაც საქართველო გასულ შემოდგომაზე სტუმრად 0:1 დამარცხდა) შინ 1:0 სძლია ჩრდილოეთ ირლანდიას.

ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე კრისტოფ ბერამ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოო, ჩამოდით, ჩამოდით! პატივცემულ'ъ'ო, კაკლის ტაბურეტკას დაგიდგამთ, პიტნის ჩაის მოგიტანთ... შუქი თუ ჩაქრება, ხელათში დენზე მიგაერთებთ და ყველაფერს ავამუშავებთ =) თუ რამემ შეგაწუხათ, "ელეკტრიკ" პავლიკას დავუძახებთ * )
Tkbili Maspindzeli
04:57 27-03-2015
0
ქართველებს, ხალხს კარგად არ ესმის თუ რამხელა მნიშვნელობის ბრძოლაა ეს გერმანიასთან, სულიერად, მორალურად და იდეოლოგიურად. რაღაც ვერ ვხედავ მაგხელა შემართებას, იმედია ბოლოში გამოიღვიძებს ხალხი და ისეთი თავგანწირული ბრძოლა და ვნებათაღელვა იქნება როგორც ესპანეთთან. გერმანელებს თავები უნდა გავუხეთქოთ საქართველოს ძახილით. უდიდესი სასტიკი სულიერი ზეწოლა უნდა დავაჭიროთ, ვიბრძოლოთ როგორც გმირებმა. არ უნდა მოვაგებინოთ, არ გავახაროთ. ამაზე ფიქრიც კი დამარცხებაა. ქართველი სულ უკანასკნელი კრიმინალი რომ იყოს და გერმანელი უმაღლესი პროფესიონალი - მაინც არაა მაგათი მოსაგები ოცნებაშიც კი, არავითარი უფლება არა აქვთ, ოცნებაც კი ზედმეტია. მაინც ქართველმა უნდა დაჩაგროს და გაამწაროს, არ უნდა გაახაროს. იმიტომ რომ ის ქართველი ადამიანია, და ის გერმანელი საკუთარი ნებით არა-ადამიანი მანქანა. 29-ში დაგანახებთ "არიულ რასას" დამფრთხალ დაბნეულ თოჯინებს (და რობოტებს).
Iber
18:15 26-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული