ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გერმანია-ავსტრალია 2:2 - ჩემპიონი თბილისში კოჭლობით მოდის [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენი უახლოესი მეტოქე ევროშესარჩევ ციკლში, გერმანიის ეროვნული ნაკრები კაიზერსლაუტერნში ამხანაგურად ეთამაშა ავსტრალიას და ვერ მოუგო - 2:2.

25 მარტს გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როცა მარკო როისმა სამი ხედირას პასი გოლად აქცია. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ავსტრალიელმა ტროიზიმ ბარნსის გადაცემით გაიტანა. 50-ე წუთზე კი იედინაკმა წყვილის აუტსაიდერი ავსტრალია დააწინაურა.

ანგარიში 82-ე წუთზე გათანაბრდა. შეცვლაზე შესულმა ლუკაშ პოდოლსკიმ ასევე სამარქაფო ანდრე შიურლეს პასით იხეირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანიას არ ჰყავდა მეკარე მანუელ ნოიერი, ვინც მსუბუქი ტრავმის მიუხედავად, თბილისში მაინც
ჩამოვა.

იოახიმ ლიოვმა
გუშინ ეს ფეხბურთელები ათამაშა:
(3-2-3-2): ცილერი - მუსტაფი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი (46. რუდი) - ბელარაბი (64. შიურლე), გიუნდოგანი - ხედირა (64. კრამერი), იოზილი, ჰექტორი - გიოტცე (74. კრუზე), როისი (74. პოდოლსკი).

* * *
25 მარტს ამხანაგური მატჩი გამართა ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კიდევ ერთმა მეტოქემ. ბრიტანულ დერბიში შოტლანდიამ (რომელთანაც საქართველო გასულ შემოდგომაზე სტუმრად 0:1 დამარცხდა) შინ 1:0 სძლია ჩრდილოეთ ირლანდიას.

ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე კრისტოფ ბერამ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"