როგორ შევიძინოთ საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები ინტერნეტით

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა ბმული, სადაც გულშემატკივრებს 29 მარტს "დინამო არენაზე" გასამართ საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტით შეუძლიათ.

ბილეთების ონლაინ-შეძენა ამ მისამართზე შეგიძლიათ, რისთვისაც დაგჭირდებათ:

1. რეგისტრაცია;
2. სტადიონზე ფასისა და მდებარეობის მიხედვით ადგილის არჩევა;
3. თანხის გადახდა;
4. თანხის ჩამოჭრის შემთხვევაში ბილეთები უკვე თქვენია;
5. 28 მარტის ჩათვლით, ნაყიდი ვაუჩერის ორიგინალ ბილეთში გადაცვლა "დინამო არენის" ონლაინ-გაყიდვებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ჯიხურში შეგიძლიათ.

საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენის" სალაროებში, ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე.
ბილეთის ფასი - 10,15, 20 და 30 ლარია.

ბილეთების შეძენისას მოქმედებს საგანგებო ლიმიტები. ერთი ფიზიკური პირი შეძლებს მხოლოდ 15 ბილეთის შეძენას.

საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება 29 მარტს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე".
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა მაფიაა ტოოო :@
გიო
18:35 28-03-2015
0
მაგარი მაფიაა ეს ბილეთების გადამყიდველები. 3 -მაგ ფასებში ყიდიან სალაროებიდან 10 მეტრში, სალაროებში კი ბილეთები არ არის....
migirkvnili
17:24 27-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული