"НТВ-Плюс"-ის კომენტატორი გერმანიასთან მატჩში კახა ცხადაძის საქომაგოდ თბილისში მოდის

AutoSharing Option
რუსული ტელეკომპანია "НТВ-Плюс"-ის სპორტული კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი საქართველოს და გერმანიის ეროვნული გუნდების შეხვედრას დაესწრება, რომელიც 29 მარტს, თბილისში გაიმართება.

როგორც ირკვევა, ანდრონოვის საქართველოში სტუმრობის მიზეზი კახა ცხადაძეა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ოფიციალური შეხვედრა იქნება ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.

"ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. ეს კახა ცხადაძისთვის პირველი თამაში იქნება და თან, გერმანიასთან. მე ასეთ მოვლენას ვერ გამოვტოვებ", - უთხრა საიტ sport.ua-ს ინტერვიუში ანდრონოვმა, რომელიც კომენტირებას ბუნდესლიგის მატჩებს უკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ცხადაძე გერმანიასთან ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩამდე ეროვნულ გუნდს
25 მარტს, მალტასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში გაუძღვება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
უკომენტაროდ...
del piero 10
12:15 05-03-2015
0
ზოგადად შენი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა არუნდა გიხაროდეს მიუხედავათ იმისა საბჭოეთის დროინდელი ფეხბურთელი იქნება გუნდში თუ დღევანდელი ნუ ეხლანდელებზე ისე ნაკლებად შეიძლება თქვა ფეხბურთელები ისე ამ კაცტან რაგინდა როცა დღევანდელი ფედერაციის მესვეურებიც იგივეს ამბობენ აქაოდა საბჭოეთის დონის ფეხბურთელები არა მარასაშუალო ევროპულ დონეს ოდესმე მივაღწევთო.ყიფოს დარასელიას მაჩაიძის გუცაევის შენგელიას სულაქველიძის მესხის მეტრეველის ქინქლაძის არველაძის ქვეყანამ თუ საშუალო ევროპულ დონეზე უნდა ითამაშოს და ესარის ამ ფედერაციის ნატვრა გავარტყი ეგეთ ფეხბურთს.
qutaiseli
09:26 04-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული