ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კახა ცხადაძის ასისტენტად საქართველოს ნაკრებში გია ცეცაძე იმუშავებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ქვეყნის პირველ გუნდში მუშაობას გია ცეცაძესთან ერთად დაიწყებს. ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახური იუწყება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ცხადაძის ასისტენტად ოფიციალურად დაინიშნა.

გია ცეცაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან (1994 წელს დაბადებულები). 2013 წელს ამ ნაკრებმა, სწორედ მისი ხელმძღვანელობით, წარმატებით დაძლია ელიტრაუნდი და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

გია ცეცაძე დაიბადა 1974 წლის 3 სექტემბერს. 2010-11 წლებში მუშაობდა საფეხბურთო კლუბ გორის „დილაში“, მთავარ მწვრთნელად, 2012 წელს კი ამავე კლუბში იყო
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2013 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ამავე წლის აგვისტოში კი გახდა საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი და კლუბში რამდენიმე თვე იმუშავა.

სანაკრებო დონეზე გია ცეცაძე უკვე მეორედ შეუდგება მუშაობას.
ასევე დაგაინტერესებთ