საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სავარაუდო წევრების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
გაზეთ "ჩვენი თამაშის" ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრი უკვე შეგულებული ჰყავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე იქნება, ვისაც ამის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. აბუსერიძე ჩვენს ნაკრებში უკვე რამდენი მთავარი მწვრთნელის დამხმარე იყო.

ფიზმომზადების მწვრთნელი კი ცხადაძეს ბაქოს "ინტერიდან" მოჰყავს - სერბი სპეციალისტი მილოშ იეფტიში.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბი კიდევ შეივსება, თუმცა დანარჩენ მწვრთნელთა ვინაობა ჯერ უცნობია.

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი იქნება, რომელიც ასევე საკმაოდ გამოცდილი კადრია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული