რევაზ არველაძე: გამოიკვლიეთ ჩემი და ჩემი ოჯახის წარსული, აწმყო!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერაც არ ჰყავს ახალი მწვრთნელი. სანამ ეროვნული გუნდის დამრიგებლის პოსტი ვაკანტურია, ჩვენი მთავარი საფიქრალიც ესაა.

"ლელოს" ერთ-ერთ წინა ნომერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ნაწილობრივ ისაუბრა ეროვნული გუნდის მწვრთნელთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუმცა სიტუაცია ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს.

20 ნოემბერს კიდევ ერთხელ მოგვიხდა რევაზ არველაძის შეწუხება...

- მომავალი კვირიდან მეტი კონკრეტიკა იქნება მწვრთნელის საკითხში. ახლა კიევში უეფას ეგიდით ტარდება შეხვედრა. მას უეფას პრეზიდენტიც დაესწრება. მომავალი კვირიდან კი უკვე თბილისში ვიქნებით და გაგრძელდება მუშაობა ამ საკითხზე. ამავე
დროს, ვეცდებით, ეს პროცესი რაც შეიძლება გახსნილად წარიმართოს.

- ქართველი თუ უცხოელი? შეიძლება ამ ეტაპზე დაკონკრეტება?
- შეიძლება, ჩვენ რაღაცას ვფიქრობდეთ, რაღაც გვინდოდეს, მაგრამ ამ ეტაპზე დაკონკრეტებას მოვერიდები. ცოტაც მოვიცადოთ.

- რა ვადით უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება საქართველოს ნაკრების ახალ დამრიგებელთან?
- ჩემი აზრით, კონტრაქტი სამწლიანი უნდა იყოს. ახალმა მწვრთნელმა უნდა ჩაამთავროს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი ციკლი და, ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევშიც.

იანვარში საქართველოს ნაკრებს უნდა ჰყავდეს ახალი მთავარი მწვრთნელი. ეს ჩემი აზრია. ასევე, უნდა გამოვიყენოთ გერმანიასთან თბილისურ საკვალიფიკაციო მატჩამდე უეფას მიერ გამოყოფილი სანაკრებო დღე - 25 მარტი.

- თქვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებთ მონაწილეობის მიღებას. ალბათ, ელოდით, რომ ლევან კობიაშვილიც წამოაყენებდა საკუთარ კანდიდატურას. სამაგიეროდ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო ზვიად სიჭინავას ბოლოდროინდელი განცხადება, რომლის თანახმადაც, შეიძლება, კენჭი მანაც იყაროს. რას იტყვით ამაზე?
- ჩემი პასუხი იქნება ასეთი: ყველა ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში. კიდევ იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის უცნაური და მოულოდნელი არაფერი მომხდარა.

აქვე, მინდა შევეხო ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომ, თურმე, სახელმწიფო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში დაეხმარება მხოლოდ სუფთა წარსულის მქონე კანდიდატს.

ჩემს თავზე მივიღე ეს ნათქვამი - ეს ხუმრობით. სერიოზულად კი, ყველას ვთხოვ, გადაამოწმოს და გამოიკვლიოს ჩემი და ჩემი ოჯახის წარსული, აწმყო. დღეს ამ თემაზე საუბარს ამით დავამთავრებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
უმწიკვლო რეზო არველაძე, საერთოთ არ უფათურებია ფედერაციის ფულებში ხელი, ის მხოლოდ ხელფასზე იჯდა მთელი ის დრო რაც ქართული ფეხბურთი ნადგურდებოდა და მისი კუტურიე ცოლის ფულებით გაქონდა თავი, ვაჟკაცობა ნახეთ, დემეს დაჭერაზე ერთი დასაცავი ხმა არ გაუღია პირიქით, მისმა ტრენერმა ძმამ საქვეყნოთ ტელევიზიით ჩაუშვა დემე სულ ვაფრთხილებდი ნუ თამაშობო, სულ ეგახართ. რამდენი არასწორი მაყუთი გიჭამია არამი იყოს.
dato GOGIDZE
12:26 11-12-2014
0
ამან ყველა უნდა გააციოოს და თითონ უმწიკვლოა ?
Georgegeorge
20:56 04-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული