თემურ ქეცბაიას სულგრძელობა და ალექსანდრე ჩივაძის რისკი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ისეთი ფეხბურთელებიც არიან, ახალგაზრდულ ნაკრებშიც რომ შეუძლიათ თამაში.

საკამათო არ უნდა იყოს - როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს სჭირდება, პრიორიტეტი სწორედ ეროვნულ გუნდს უნდა მიენიჭოს. საკითხავი ისღა რჩება, ახალგაზრდა ფეხბურთელს ორივე ნაკრების ტვირთი უნდა აჰკიდონ თუ არა.

აბა, წარმოიდგინეთ - ეროვნულ ნაკრებში გიწევს თამაში რიბერის, ბენზემას, ჩავის და ინიესტას წინააღმდეგ, მერე კი გეუბნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებშიც უნდა ითამაშოო.

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები - ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ სხვაობა საკმაოდ დიდია, უმთავრეს ნაკრებში თამაში
სულ სხვა დონე და სულ სხვა პასუხისმგებლობაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე შესარჩევში გამოსვლას 15 ოქტომბერს დაასრულებს ესპანეთთან საგარეო მატჩით და, შესაძლოა, ისე მოხდეს, ამ შეხვედრაში მონაგარი იმისთვისაც დაგვჭირდეს, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ.

თემურ ქეცბაიამ, სხვათა გარდა, ესპანეთთან შეხვედრისთვის თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძეც გამოიძახა. ეს ფეხბურთელები გამოიძახეს ახალგაზრდულ ნაკრებშიც, 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან მატჩისთვის.

უნდა აღინიშნოს ქეცბაიას სულგრძელობა, რომელმაც ოქრიაშვილი და ანანიძე ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელ ალექსანდრე ჩივაძეს ჰოლანდიასთან მატჩისთვის დაუთმო.

რა გარანტიაა, რომ ოქრიაშვილი ან ანანიძე, ღმერთმა ნუ ქნას და, ტრავმას არ მიიღებენ ახალგაზრდულ ნაკრებში?

მოკლედ, ქეცბაიამ გაითვალისწინა ახალგაზრდული ნაკრების ინტერესი, ის, რომ ჩვენს ბიჭებს ამ შესარჩევში ჯერ ყველაფერი წინ აქვთ. ასეთ რამეს ყველა არ გააკეთებდა და ეროვნული გუნდის მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, დასაფასებელია.

მაგრამ რას აძლევს ოქრიაშვილსა და ანანიძეს ახალგაზრდულ ნაკრებში დაბრუნება? რატომ უნდა ჩამოვიდნენ ისინი ზევიდან ქვევით? აქ კი კამათი სწორედაც რომ შეიძლება.

ჩივაძე დიდი ავტორიტეტია და საფეხბურთო ნიუანსებიც არავისგან ესწავლება, ოღონდაც, ფეხბურთში ბევრი რამ, დოგმების გარდა, ინდივიდებზეც არის დამოკიდებული. შესაძლოა, ოქრიაშვილმა და ანანიძემ ახალგაზრდულ ნაკრებში საოცარი მონდომებით ითამაშონ და არც ისაა გამორიცხული, საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად ვერ შეამზადონ ახალგაზრდული ნაკრებისთვის - ორივე ვარიანტს თავისი მიზეზები და არგუმენტები აქვს.

ერთ-ერთი არგუმენტი ფინანსური მხარეც უნდა იყოს: საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელს არანაირი ფინანსური მოტივაცია არ აქვს და როცა ასეთ ფეხბურთელებს დროებით ახალგაზრდულ ნაკრებში აბრუნებენ, რა ხალისით უნდა გავიდნენ მინდორზე?

ჩივაძემ გათვლა, ალბათ, ერთ ფაქტორზე გააკეთა - მისი გაწვრთნილი ახალგაზრდები 10 ოქტომბერს ჰოლანდიას ეთამაშებიან და როცა სახელიანი მოწინააღმდეგე გყავს, ეს თამაშის საღერღელს ვნებად აქცევს ხოლმე, აშლილი საღერღელი კი ცოტას არ ნიშნავს.

თუ სხვა მიზეზიც არსებობს, სიამოვნებით მოვისმენ...

მე მაინც მგონია, რომ ანანიძის და ოქრიაშვილის ახალგაზრდულ ნაკრებში დაბრუნებით ჩივაძე რისკზე მიდის. ჩვენმა 21-წლამდელებმა 10 ოქტომბერს ჰოლანდია რომ დაამარცხონ, საქმეს წინ წაიგდებენ - ჩივაძეს ისეთი კონტინგენტი ჰყავს, ნიჭი და უნარი რომ არ დაეწუნებათ და გუნდის მიზანიც ჯგუფიდან გასვლაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან
თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქართული ფეხბურთის ცუდ დღეში ყოფნის ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმიც არის.ესპანეთში თუ მიყვება ამ საიტის ჟურნალისტი ნაკრებს? თუ ესპანური პრესიდან აპირებთ დაკოპირებას როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე გასვლითი თამაშებზე?
ილია
19:19 02-10-2013
0
ვაა აი ამ სტატიის ავტორის სახით ქართული საფეხბურთო ჟურნალიზმი ახალ საფეხურზე ავიდა. დონე ხარ დონე.. მაგრად გაშიფრე ყველაფერი.. მგონი შენ უნდა იყო ფედარციის პრეზიდენტი და ორივე ნაკრების მწვრთნელი ერთდროულად. ზისუს ვეთანხმები აბსოლიტურად
გიორგი
17:01 02-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული