ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სერხიო რამოსი: ქართველების ტაქტიკამ და მინდორმა საქმე გაგვიჭირა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ეროვნულ გუნდთან (1:0) 11 სექტემბერს თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"წინასწარ არ ვიცოდით, საქართველოს ნაკრები როგორ ითამაშებდა. მათ დაცვის ხაზი გაამაგრეს და ძალიან ხისტი თამაში დაგვიპირისპირეს.

ამან თამაში ძალიან გაგვირთულა. ამასთან, მოედნის ხარისხმა არ მოგვცა საშუალება, ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთი გვეჩვენებინა.

სიმართლე გითხრათ, მეტოქემ გამაოცა. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ წარსულით, გუნდმა წინ უნდა იყუროს და გაიმარჯვოს", - თქვა ფეხბურთელმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები
[VIDEO]