ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

დავით თარგამაძე: ჩვენი დავალება იყო, დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ ესპანეთთან (0:1) მარცხის შემდეგ მატჩის შესახებ ისაუბრა.

"კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენი დავალება იყო, დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა. რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, ალეკო ამისულაშვილმა ძელსაც გაარტყა, თუმცა დასანანი გოლი გავუშვით.

რაც მთავარია, მთელი მატჩის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩემს შეცვლას რაც შეეხება, ეს თავად თემურ ქეცბაიას უნდა ჰკითხოთ", - თქვა თარგამაძემ.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]