ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ესპანეთთან (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ დავით თარგამაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად თორნიკეც გამოარჩია და თქვა, რომ ქართველთა 10 ნომერი ძალიან სწრაფი გახლდათ.

თავად ოქრიაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და სამწუხაროდ, დასანანი მარცხი იწვნია.

"მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლეთ. რაც შეეხება მატჩს, კარგი თამაში გამოვიდა. 87-ე წუთზე გოლი გავუშვით, თუმცა ხალხს დავუმტკიცეთ, რომ მარტო ესპანეთს არ შეუძლია ფეხბურთის თამაში", - თქვა
ოქრიაშვილმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]