გეორგი კონდრატიევი: საქართველომ ჯგუფიდან გასვლის პერსპექტივა მოგვისპო

AutoSharing Option
7 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის I ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბელორუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

ბელარუსთა თავკაცი გეორგი კოდრატიევი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლაკონური იყო. ბუნებრივია, იგი შეხვედრის შედეგით ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა.

- მასპინძელთა გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ამისთვის დავისაჯეთ. დაცვაში საბედისწერო შეცდომა დავუშვით და ამიტომ დავმარცხდით.

მოკლედ, დღეს ჩვენი დღე არ იყო. წაგებასთან ერთად, ძირითადი შემადგენლობის სამი
ფეხბურთელი დაგვიშავდა, რომლებიც შემდეგ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან.

- მართალია, რომ დღეს გამარჯვების შემთხვევაში თქვენი გუნდი სოლიდურ პრემიას მიიღებდა?
- ტყუილია. ჩვენ მიზერული პრემიები გვაქვს.

- ჯგუფიდან გასვლის რა შანსი გაქვთ?
- უმცირესი. დღევანდელმა მარცხმა საამისო პერსპექტივა თითქმის მოგვისპო.

- საქართველოს ნაკრებიდან ვინმეს თუ გამოარჩევდით?
- კონკრეტულად არავის, მთელმა გუნდმა იბრძოლა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
თემურ ქეცბაია: ახლა ბიჭები ესპანეთთან თამაშს მოუთმენლად ელიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული