ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 10 პოზიციით დაწინაურდა

AutoSharing Option
6 ივლისს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრები, წინა თვესთან შედარებით, 10 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 290 ქულით 112-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებმა" ივნისში ორი მატჩი ჩაატარა.

8 ივნისს ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა სენტ კიტსი და ნევისის ნაკრებთან გამართეს და ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]

12 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან სტუმრად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ, ანგარიშით
2:2 დასრულდა.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, პირველ ადგილზე გერმანია გადავიდა, ხოლო ბრაზილია და არგენტინა თითო საფეხურით დაქვეითდნენ და შესაბამისად, მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.

პორტუგალია, შვეიცარია და პოლონეთი 4 ადგილით დაწინაურდნენ და მე-4, მე-5 და მე-6 პოზიციებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ ათეულიდან გავარდა ესპანეთის ნაკრები და ამჟამად მე-11 ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ