საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 10 პოზიციით დაწინაურდა

AutoSharing Option
6 ივლისს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრები, წინა თვესთან შედარებით, 10 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 290 ქულით 112-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებმა" ივნისში ორი მატჩი ჩაატარა.

8 ივნისს ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა სენტ კიტსი და ნევისის ნაკრებთან გამართეს და ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]

12 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან სტუმრად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ, ანგარიშით
2:2 დასრულდა.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, პირველ ადგილზე გერმანია გადავიდა, ხოლო ბრაზილია და არგენტინა თითო საფეხურით დაქვეითდნენ და შესაბამისად, მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.

პორტუგალია, შვეიცარია და პოლონეთი 4 ადგილით დაწინაურდნენ და მე-4, მე-5 და მე-6 პოზიციებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ ათეულიდან გავარდა ესპანეთის ნაკრები და ამჟამად მე-11 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 11 /

გივი
მიშამ ,,მოგიყვანათ,, ახლოს ღრუსები ხო ?!
თუ
2003 წლამდე თ ბ ი ლ ი ს შ ი იჯდნენ და მიტომ გიხარტოდათ დენის,წყალის,გაზის მოსვლა და ბიუჯეტი 800 მილიონი გქონდათ 4 მილიონიან საქართვეკლოში წლობით ?!

ევროპაში 10 000-კაციან ვილას უფრო მეტი ბიუჯეტი აქვს რომ აქვს!
,,იმსჯელეთ,, მაზე და იმ სპორტის დაფინანსებაც რომ შეწყდება ბიუჯეტის 5 წლიანი ძარცვის გამო,მერე იქნებ მაინც ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა დაიწყოთ!

და რაო ?!

სპორტი და პოლიტიკა არ არეის კავსირშიო ?!

ვინ გითხრათ ?!
პუტკინის ,,პოლიტიკურმა ელიტამ,,
აბა პუტკინს შეეკითხთ ;რატომ გაუშვა რაგბის ნაკრები ოკუპირებულ ყირიმში ,,საჩვენებელი ვარჯიშისა და თამაშებისათვის,,
თუ იაზროივნებთ და რეალობას დაუბრუნდებით-კარგი იქნება!


glaxuna
00:05 07-07-2017
0
ვინც არ უნდა იყოს იგი, ქოცი-ნაცი-სხვაციც, უნდა იცოდეს სად სპორტი, სად პოლიტიკა. ბოროტათ არ უნდა ექცეოდეს ადამიანის ფსიქიკას და არ უნდა წამლავდეს ადამიანს მეთოდურათ.
მერე რაა
20:35 06-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული