სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ღია წერილი ვლადიმირ ვაისს: ეგებ გამონახოთ 30 წუთი...
AutoSharing Option
15:00 23-04-2017
"საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას მიაღწევს", - ასეთი პასუხი გასცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას შარშან რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ.

- მილტონ ჰეიგმა ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში წარმატების მიღწევის გზა ასწავლა

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაშინ ახალი დანიშნული იყო და წესით, საქართველოში წარმატებული ახალზელანდიელი მწვრთნელის ეს რჩევა უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მან ეს ყურად არ იღო...

გვესმის, რომ ვლადიმირ ვაისს საქართველოში ჩამოსვლას და აქ ცხოვრებას ვერავინ აიძულებს, მაგრამ... თუ არ ჩავთვლით 1-2 გამონაკლისს, ვაისი საქართველოში მხოლოდ სანაკრებო თამაშებზე ჩამოდის. მაშინ, როცა შეკრება იწყება. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთ მცირე დროში (4-5 დღე) მან აქაურობა, აქაური კულტურა, თუ ყბადაღებული მენტალიტეტი შეიგრძნოს.

როგორც ჩანს, ვლადიმირ ვაისს ქართულ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემაც აქვს. ქართველ ჟურნალისტებს თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე გვესმის, რომ ჩვენი ჩართულობა, მხარდაჭერა ნაკრებისთვის აუცილებელია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ერთ სერიოზულ (!) პრობლემას ვაწყდებით - ქვეყნის მთავარი ნაკრების მწვრთნელი უკვე ერთი წელია ისეა დაკავებული, რომ 30 წუთითაც კი ვერ იცლის...

ნაკრების მწვრთნელთან ჟურნალისტს კითხვები რომ აქვს, ლოგიკურია, მაგრამ მწვრთნელი დროს რომ ვერ ნახულობს კითხვებზე პასუხის გასაცემად, ცოტა არ იყოს და, საწყენიცაა. თანაც, ყაზახურ კლუბში ყოფნის დროს ვლადიმირ ვაისს ვრცელი ინტერვიუ არაერთი გამოცემისთვის მიუცია. მაშ, აქ რატომ იქცა ეს პრობლემად? რატომ აქვს მას კომუნიკაციის პრობლემა ქართულ მედიასთან?

პრესკონფერენციის ჩატარება მწვრთნელის მოვალეობაა და ის ამ მოვალეობას პირნათლად ასრულებს, მაგრამ 10-წუთიან პრესკონფერენციაზე, რომელსაც ათობით ჟურნალისტი ესწრება, შეუძლებელია მას ყველა ის კითხვა დაუსვა, რომელიც გაქვს.

ფაქტია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან Sportall.ge
You must have Flash Player installed in order to see this player.
ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა სპორტული გამოცემა, უკვე დიდი ხანია ცდილობს ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა უშედეგოდ - ის ხან საქართველოში არ არის, ხან - დაკავებულია, ხანაც - უგუნებოდაა.

გულსატკენია ის, რომ რუსეთში მყოფი ვლადიმირ ვაისი ჩვენს ნაკრებზე სასაუბროდ ჯერ რუსულ ტელევიზიაში მიდის, შემდეგ კი, იმავე დღეს - რადიოში. რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ე.წ. შიდა სამზარეულოზე ესპანურ მედიასთან საუბრობს და არა - ჩვენთან.

- ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

ვაისს ვეთანხმებით იმაში, რომ მედიის ჩართულობა აუცილებელია. ასე იყო გუშინ, ასე არის დღეს და ასე იქნება ხვალაც. მედიას უნდა ჰქონდეს ნაკრებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი!

ასე რომ, ბატონო ვლადიმირ, სცადეთ, იქნებ გამონახოთ ქართველი ჟურნალისტებისთვისაც 30 წუთი და დასმულ კითხვებს უპასუხოთ. გვერწმუნეთ, თქვენთვის ცუდი არ გვსურს. წარუმატებელი შედეგის მიუხედავად, მედიის დიდი ნაწილი ნაკრებში თქვენი დარჩენის მომხრეა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გაწეულ სამუშაოს, მაგრამ ჩვენც დაგვაფასეთ. გახადეთ ურთიერთობა ორმხრივი, ნაკრების პრობლემებზე ჩვენთანაც ისაუბრეთ...

აქვე ვიტყვით, რომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მედიისა და ნაკრების მწვრთნელს შორის შუამავალი (ამ შემთხვევაში სფფ-ს პრესსამსახური) არ ასრულებს თავის მოვალეობებს სათანადოდ.

ამის ფიქრის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სერბეთთან მატჩამდე ვლადიმირ ვაისი დაგვთანხმდა ინტერვიუზე, ოღონდ მატჩის შემდეგ გაგცემთ კითხვებზე პასუხებსო, თუმცა... აგერ, მას მერე რა ხანი გავიდა და სფფ-დან მხოლოდ ერთი პასუხი გვესმის - იქნება. მაშ, როდის?! 1 წელზე მეტი გავიდა...

საქართველოს ნაკრებზე ინფორმაციას ჯერ ქართველი გულშემატკივარი უნდა იგებდეს და მერე - რუსი. ინფორმაციას ჩვენი ნაკრების მწვრთნელისგან უნდა ვიგებდეთ და არა უცხოური მედიასაშუალებისგან. გახდით კომუნიკაბელური და ყველაფერი უკეთესად იქნება...
083
11:36 01-05-2017
ისე ვაისზე ესე ხელაღებით ქართველი ჟურნალისტების მიერ წერას კარგი იქნებოდა მიგვექცია ყურადღება იმ შედეგებისთვის რომელი შედეგებიც ქართველი მწვრთნელების სემთხვევაში გვქონდა, აქაც ცხოვრობდნენ აქაც მოღვაწეობდნენ და მეტიც ბევრ უცხოელ მტავარ მწვრთნელზე მეტი ხელფასი ქონდა ქართველებს მაგრამ შედეგი? ნული. ასე რომ სრული უაზროაა და აბსოლოტური სისულელე ხელის გაშვერა მხოლოდ მწვრთნელზე როდესაც 21 საუკუნის თანამედროვე ფეხბურთში ფეხბურთელი არ გყავს საშუალო კლასის ან ვინც გყავს მხოლოდ ფულის საკეთებლად მიდის ევროპაში და შემდგომ მათი კარიერა ხშირ სემთხვევაში ნულის ტოლია.მწვრთნელი არაფერ შუაშია მანამ სანამ თაობები არ წამოვლენ ქართულ ფეხბურთში თორე ვერავინ დამარწმუნებს ახალშექმნილ კოსოვოს თუ იგივე ალბანეთს შენზე ბევრად მაგარი ლეგიონერები უნდა ყავდეთ, უბრალოდ შრომაა ყველაფრის სათავე და სიყვარული იმ პროფესიის რაშიც ხარ და არა ფულის კეთება ბმვ-ს ყიდვა და მერე კლუბებში დროსტარება როგორც ქართველ უამრავ ფეხბურთელის მაგალითზე შეიძლება ითქვას
bajo
09:34 27-04-2017
ქეცბაია უნდა ჰამოვიდეს მცრვტნელად და ამ მაფიას მხოლოდ ის დაამარცხებს.ფედერაციის ფანდურზე მოცეკვავე ვაიჯურნალისტებს უტირებს სიქას.
Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_width in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1031 Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_height in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1032 Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1035 Warning: imagealphablending() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1047 Warning: imagesavealpha() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1048 Warning: imagesx() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1051 Warning: imagesy() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1052 Warning: imagecopymerge() expects parameter 1 to be resource, null given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1107