დავით ხოჭოლავა უკრაინელ ჟურნალისტებს: გთხოვთ, წერეთ ის, რაც ვთქვი...

AutoSharing Option
გუშინ, 11 აპრილს, მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებდა, Sportall.ge პირველი იყო, რომელიც ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- [ექსკლუზივი] "შახტართან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე 5-წლიანი სათამაშო პრაქტიკაც კარგია"

ამ ინტერვიუს გამოხმაურება მოჰყვა შემდეგ უკრაინულ მედიაში - რამდენიმე საიტმა ხოჭოლავას მიერ ჩვენთვის მოცემული ინტერვიუ თარგმნა. კონკრეტულად, მათ ინტერვიუს ერთი მონაკვეთი თარგმნეს, სადაც ხოჭოლავა "შახტარში" მის როლზე საუბრობდა.

ხოჭოლავამ თქვა: "ვესაუბრე კლუბის ხელმძღვანელობას ჩემს როლზე. დიდი ალბათობით, კლუბს
მცველი ალექსანდრ კუჩერი დატოვებს და ძირითადში ადგილის დამკვიდრება მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული."

უკრაინულმა მედიამ ასე თარგმნა: "კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. სავარაუდოდ, ალექსანდრ კუჩერის ადგილს დავიკავებ".

ამის შემდეგ ხოჭოლავამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ერთ-ერთი უკრაინული საიტის მიერ ნათარგმნი სტატიის ფოტო გამოაქვეყნა და უკრაინელ ჟურნალისტებს მიმართა: "ჟურნალისტებო, გთხოვთ, ინტერვიუში წეროთ ის, რაც ვთქვი და არა ის, რაც სათაურისთვის იქნება კარგი. კუჩერს პატივს ვცემ და ვთქვი, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ვეცდები. მეტი არაფერი...".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული