რეიტინგში 89-ეზე, თამაშობენ ინგლისში - რა ვიცით სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებზე

AutoSharing Option
ფოტოზე: ამ სტადიონზე თამაშობს ჩვენი მომავალი მეტოქე
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოლდოვასთან სტუმრობამდე, ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

ორიოდე სიტყვით მეტოქეზე. ამ დროისთვის სტ. კიტსისა და ნევისის ნაკრები ფიფას რეიტინგში ჩვენზე გაცილებით წინ (89-ე ადგილი) არის. გუნდის სათავეში დგას 41 წლის მექსიკელი სპეციალისტი ჟაკ პასი.

ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში პასი პირველი უცხოელი მწვრთნელია. გუნდის ძირითად ბირთვს ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელები წარმოადგენენ: ნახევარმცველები - რომეინ სოიერსი ("ბრენტფორდი"), ლოის მეინარდი ("ტრანმერი") და ჯეისონ სენტ ჯასტი ("ბოსტონ იუნაიტედი").
კიდევ ერთი შუახაზელი, თეო ვარტონი უელსური "კარდიფ სიტის" ღირსებას იცავს.

ინგლისურ "ბეროუში" თამაშობს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჰარი პანაიოტუ. ამ ფეხბურთელს "ლესტერის" სკოლა აქვს გამოვლილი, ზეფანია ტომასი კი ინგლისურ "მაკლეოვერში" ირიცხება.

საინტერესოა, რომ ამ ნაკრების არაერთი ფეხბურთელი დაბადებულია ინგლისში და, შესაბამისად, საფეხბურთო განათლებაც ამ ქვეყანაში აქვს მიღებული.

2016 წლის ნოემბერგში სტ. კიტსისა და ნევისის ნაკრებმა შინ 1:1 ითამაშა ესტონეთთან, ამავე ნაკრებთან ერთი წლით ადრე ტალინში 0:3 წააგო, ხოლო ანდორას 1:0 სძლია. თბილისურ შეხვედრამდე კი ჩვენმა მეტოქემ გასვლაზე ერევანში სომხეთთან ისპარინგა და 0:5 დამარცხდა.

დოსიე
სენტ კიტსი და ნევისი
ეს არის ორი კუნძულისგან შემდგარი სუვერენული, ფედერაციული სახელმწიფო კარიბის ზღვაში (ცენტრალური ამერიკა). ქვეყნის მეთაურია დიდი ბრიტანეთის დედოფალი. დამოუკიდებლობა მიიღო 1983 წელს.

დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქია ბასეტერი. ქვეყნის მოსახლეობა 54 ათასია, ხოლო ტერიტორიის ფართობი - 261 კვ/კმ.

საფეხბურთო ასოციაცია დაარსდა 1932 წელს. ფიფას წევრი მხოლოდ 1992 წელს გახდა, ორი წლით ადრე კი რეგიონულ (კონკაკაფი) ასოციაციაში გაწევრიანდა.

ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე არაოფიციალური დებიუტი ჰქონდა 1979 წელს, როცა იამაიკასთან 1:2 დამარცხდა. თამაშობს 5-ათასიან "უორნერ პარკზე".

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
გასული საუკუნის 80-იანი წლებია. ერთ სოფელში ძლიერი გვალვაა და სულ გაახმო ნარგავები. ვითარების ადგილზე გასაცნობათ სოფელში ჩავიდა და გლეხებს შეხვდა რაიკომის მდივანი. თან ჭკუას არიგებს:
-ნიადაგიდან ტენი ზემოთ რომ ამოვიდეს საჭიროა ნარგავებს ძირები დაუბაროთო.
- რომ არ უშველოსო-ეკითხება ერთი გლეხი.
-მეორედაც დაუბარეთო- პასუხობს მდივანი.
- მაინც რომ არ უშველოსო
- მესამედაც, მეოთხედაც, მეხუთედაც დაუბარეთო.
-ეგ კარგი - ეუბნება ანცი გლეხი- მაგრამ მეშინია ამდენი ბარვით ნიადაგი არ ატალახიანდესო.
მეც მეშინია,ამდენი ტესტ მატჩების ჩატარებით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზე არ გავიდეს.:)))
გულშემატკივარი
15:34 07-06-2017
0
ძალიან კარგია ესეთ გუნდებთან თამაში რეიტინგში წინსვლისთვის
ზ,ხ
15:13 07-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული