ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვაკო ყაზაიშვილი: ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, თუ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ლატვიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს "დინამო არენაზე" გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვია ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"ჩემი აზრით, ძალიან კარგად ვითამაშეთ და, რაც მთავარია, ჩვენი მომენტები გამოვიყენეთ. მომენტები ყველა მატჩში გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ ყოველთვის ვერ ვიყენებთ. ასე იყო სერბეთთანაც.

ჩვენთვის ის მძიმე შეხვედრა გამოდგა, რომლის შემდეგ ლატვიასთან მატჩამდე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყავით. საბედნიეროდ, მოვიგეთ, თანაც ასეთი ანგარიშით და დღეს
ბედნიერი ვარ.

ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, თუ თვითრწმენა გვექნება!", - თქვა ყაზაიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ