სანდრო კობახიძე: გამოჩნდა, რომ შემტევი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ლატვიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს "დინამო არენაზე" გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვია ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"სერბეთთან მატჩის შემდეგ ამ გამარჯვებით გულშემატკივარი გავახარეთ. ფსიქოლოგიურ კუთხით დღეს გამარჯვება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო.

მართალია, ყველა სერბეთთან მატჩზე ვიყავით კონცენტრირებულნი და გული დაგვწყდა, რომ წავაგეთ, თუმცა მოგება ამხანაგურ მატჩშიც კარგია. გამოჩნდა, რომ შემტევი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, უბრალოდ, სერბეთმა არ გვაპატია შეცდომები.

ვერ ვიტყვი, რომ
ლატვიის სახით სუსტი მეტოქე გვყავდა - ჩვენ ვითამაშეთ კარგად.

მწვრთნელის გადასაწყვეტია, რამდენ წუთს დამითმობს. ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ, - თქვა კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული