დავით ხოჭოლავა: გოლი არ გაგვიშვია, ანუ კარგად ვითამაშე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ ლატვიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს "დინამო არენაზე" გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვია ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"ჩემი აზრით, სერბეთთან მარცხის შემდეგ ლატვიასთან გამარჯვება აუცილებელი იყო. სამი დღის განმავლობაში გუნდში კარგი ატმოსფერო იყო და კარგი მატჩი ჩავატარეთ.

რაც შემეხება პირადად მე, რამდენიმე შეცდომა კი დავუშვი, მაგრამ გოლი არ გაგვიშვია, ანუ მთლიანობაში კარგად ვითამაშე", – თქვა ხოჭოლავამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული