საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვია გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

თამაშის დაწყების წინ "დინამო არენის" მოედანზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი, ეროვნული ნაკრებების მაისურებით, სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გამოვიდნენ, ფეხბურთელებს მიესალმნენ და სახელმწიფო ჰიმნების შესრულებას მათთან ერთად დაესწრნენ.

- გიორგი მარგველაშვილმა და ლევან კობიაშვილმა ჰიმნი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეასრულეს [VIDEO]

ვაისის გუნდმა თავიდანვე შეუტია, ანგარიში კი მე-18 წუთზე გაიხსნა. ლატვიელთა საჯარიმოში გიორგი ქვილითაია წაიქცა, მატჩის სომეხმა არბიტრმა სურენ ბალიანმა
კი ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის გატანა ჯანო ანანიძეს არ გასჭირვებია - 1:0.

სხვაობა ორბურთიანი 32-ე წუთზე გახდა. ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ქვილითაიამ ბურთი ერთი შეხებით გაგზავნა ანდრის ვანინის კარში - 2:0.

შესვენების შემდეგ დუბლი ჯერ ქვილითაიამ (68-ე წუთი) მიითვალა, 77-ე წუთზე კი - ანანიძემ.

საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე საჯარიმოდან გიორგი არაბიძემ დააფიქსირა, რომლისთვისაც ეს გოლი სადებიუტოა ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, ლობჟანიძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი (78, ნავალოვსკი), გვილია (36, კიტეიშვილი), კვეკვესკირი, ანანიძე, ჯიღაური (63, კობახიძე), დვალიშვილი (63, არაბიძე), ქვილითაია (78, კაჭარავა).

საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 11 ივნისს, სტუმრად მოლდოვასთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
რა მაგრები ვართ ცალკარიანობის თამაშში :) და ამის ფონზე კიდევ ხრიგინში...ხთფუი...მეტოქე საერთოდ არ გვყავდა მინდორზე და რა ააქოთეთ ყველაფერი?
Jango
13:20 29-03-2017
0
natali-ს ასეთი ვითომ ასტრიაკები ერთეული რომ გვყავდეს რა გვიშავდა ბითუმად გვყავს, ბითუმად!!!.თვითონ ცხოვრებაში ღირებული 1 თეთრის საქმე არა აქვთ გაკეთებული,საჯდომები აქვთ გასივებული კომპიუტერთან ჯდომით,დედიკოები ხელით აჭმევენ და აქ ,,ვაჟკაცობენ
tazo
11:46 29-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული