ვლადიმირ ვაისი: თუ ნებას დამრთავენ, გავაგრძელებ საქართველოს ნაკრებში მუშაობას

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 28 მარტს ლატვიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვია გაანადგურა [VIDEO]

"გამარჯობა. ბედნიერი ვარ, რომ საკმაო პაუზის შემდეგ გუნდმა, როგორც იქნა, მოიგო და თანაც, დიდი ანგარიშით, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩია. დღეს კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, სერბეთთან ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომელიც დღეს. ფეხბურთელებმა ამჯერად ყველა ის დავალება შეასრულეს, რაც მივეცი.

სერბეთთან მატჩის შემდეგ დიდი კრიტიკა იყო და ეს მოსალოდნელიც იყო. ეს კრიტიკა როგორც
მწვრთნელს უნდა მიმეღო. ის ფეხბურთელებმაც მიიღეს და ვფიქრობ, დღეს გულშემატკივარი კმაყოფილი იქნებოდა. ამ ყველაფრის ფონზე უფრო სამწუხაროა, რომ სერბეთთან პირველ ტაიმში ერთ გოლზე მეტი ვერ გავიტანეთ.

ლატვიას პატივს ვცემ, მაგრამ სერბეთის ნაკრებს ვერ შევადარებ. ბიჭებს მატჩამდე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ დროა, მოვიგოთ და გულშემატკივარმა ნახოს ჩვენი საქმის შედეგი. ჯანო ანანიძე დიდებული ფეხბურთელია და მან დღეს ძალიან კარგად ითამაშა. კარგი იყო გიორგი ქვილითაია, გიორგი არაბიძე...

ეს ყველაფერი პოზიტივია. დღეს თქვენთვის, გულშემატკივრებისთვის, ჩვენთვის და საერთოდ, მთელი ქვეყნისთვის უნდა მოგვეგო და მოვიგეთ!

თუ ნებას დამრთავენ, გავაგრძელებ საქართველოს ნაკრებში მუშაობას", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 44 /
ეს ერთი და სხვა მრავალიიიიიიიიიიიიი...
ჯიმი
13:51 29-03-2017
0
ეს ერთი და სხვა მრავალიიიიიიიიიიიიი...
ჯიმი
13:25 29-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული