საქართველოს ნაკრები ლატვიას ლორიას, კანკავას და კვირკველიას გარეშე დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 28 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. მოახლოებულ ამხანაგურ მატჩში მთავარი მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. სწორედ ამიტომ ამ დროისთვის ეროვნული გუნდი 21 ფეხბურთელით ემზადება. გიორგი ლორია, სოლომონ კვერკველია და ჯაბა კანკავა ლატვიასთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ვლადიმირ ვაისის
გუნდი მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 27 მარტს, 18 საათზე კვლავ ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზე ჩაატარებს. ლატვიის ეროვნული ნაკრები, მატჩისწინა ვარჯიშს ასევე 18 საათზე,
"დინამო არენაზე" გამართავს.

საქართველო-ლატვიის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 28 მარტს, 18 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე - მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - ატირაუ (ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ვაკო გვილია - ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია), ვლადიმერ დვალიშვილი - ატირაუ (ყაზახეთი).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგია რომ იმ სამი ფეხბურთელის მეტმა არ დატოვა ნაკრები. ამ ამხანაგურს დიდი მნიშვნელობა აქვს ბოლობოლო მოგების გემო მოგვენატრა. წაგება ჩემთვის ყოველთვის ერთნაირათ გულდასაწყვეტია. სერბეთთან ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია,მაგრამ იღბალი მათ მხარეზე იყო.ეს გუნდი არ უნდა დაიშალოს. სამწუხაროთ ამათზე უკეთესი ფეხბურთელები არ გვყავს.წარმატებები ბიჭებო. ისევ იმ ჯიგრით დაიწყეთ თამაში როგორი შემართებითაც დაიწყეთ პირველ ტაიმში სერბებთან და მეორე ტაიმი კიდევ უფრო უკეთესად ითამაშეთ!მე პირადად პირველი ტაიმით მაგრად ვისიამოვნე.
კიკა
15:19 27-03-2017
0
კაკაბაძეს ტაბატაძე მირჩევნია. სერბეთი უნდა გავიდეს პირველ ადგილზე. მაინც მართმადიდებელი და მრავალტანჯიანი ქვეყანა არის.
გოგი ქუთაისელი
15:06 27-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული