საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ვლადიმირ ვაისის გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]

არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5
წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.

მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.

- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
ფეხბურთში ამდენი საქმეა, 24 საათიანი მუშაობა რომ არ ეყოფა,ესენი კი პარლამენტში მირბიან.ამიტომ არის ერთნაირი ჩვენი ფეხბურთი და პარლამენტი...ვაისის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს,მაგრამ შეიძლება ქვეყანაში ქართველი მწვრთვნელი დღითიდღე ყალიბდებოდეს,გუნდსაც უკეთესობა ეტყობოდეს და ასეთი მწვრთვნელი მოიშორო??? რა თქმა უნდა ცხადაძეს ვგულისხმობ. მშვენიერი ბიჭებია გუნდში,მაგრამ ხომ ეტყობათ,რომ სათამაშო გამოცდილება და ფიზ.კონდიცია აკლიათ.საშუალოზე დაბალი დონის კლუბებში არიან და ამიტომ.
თენგო
18:57 27-03-2017
0
დღევანდელი ნაკრებიდან 2-3 კაცი უნდა დაიტოვონ მეტი არა დანაღჩენები უნდა გავუსვათ და შეიძლება არც 2-3 და ისინიც გაუსვან და რატომ საჭიროა ახალი შემადგენლოაბა რომელებიც დაიწყებენ გამარჯვებით არ უთამასიათ ოფიცლაური თამაში ისინი უფრო ლაღად ითამაშებენ იმიტომ რომ მატ ეცოდინებათ ისინი ჯერ დაუმარცებლები არიან მათ არ წაუგიათ და არა არსებული ნაკრები რომელბსაც უკვე პრიორიტეტად ჩამოყუალიბდათ წაგება ფსიქიკით და დარწმუნებული ვარ მოტივაციაც აღარ აქვთ,ამობენ მოგებისთვის გავდივარტო მაგრამ მუდმივი წაგება წაგებითვის გამზადებს ისევ ასე რომ 100% უნდა შეცვალოს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული