ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სლავოლიუბ მუსლინი: საქართველოს ნაკრები ძლიერი და სახიფათო გუნდია

AutoSharing Option
სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა დღეს, 23 მარტს, "დინამო არენას" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ სერბეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 24 მარტს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

"ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩვენამდე კარგი მატჩები ჩაატარა და რომ თავისი თამაშის ხარისხით იმაზე მეტი ქულა დაიმსახურა, ვიდრე ახლა აქვს. ეს ძლიერი, სახიფათო გუნდია, რომელთანაც მძიმე მატჩი გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი ყველა მატჩში მოგებაა და აქაც მოსაგებად ჩამოვედით.

საქართველოში ბევრი ინდივიდუალ
ისტია. კარგად ვიცნობ ჯანო ანანიძეს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ზოგადად, ვლადიმირ ვაისს კარგი და დისციპლინირებული გუნდი ჰყავს. თუ არ ჩავთვლით მოლდოვასთან ჩატარებულ მეორე ტაიმს, ყველა მატჩი საქართველომ კარგ დონეზე ჩაატარა.

შესაძლოა, მენტალიტეტით ჩვენ და ქართველები ოდნავ ვგავდეთ ერთმანეთს. ადრე სტაბილურობის მხრივ გვქონდა პრობლემები, მაგრამ ამ შესარჩევ ეტაპში ზუსტად იმ ფეხბურთს ვთამაშობთ, რასაც უნდა ვთამაშობდეთ", - თქვა მუსლიმმა.
ასევე დაგაინტერესებთ