გურამ კაშია: ყველაზე მეტად ჩემი ქვეყნისთვის მოგება მე მსურს!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ფეხბურთის ფედერაციიის ოფიციალურ ფეისბუქზე "ლაივის" მეშვეობით გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა სერბეთთან მოახლოებულ მატჩს უკავშირდებოდა.

"ჩვენი გჯერათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოზიტიურ წერილებს ხშირად ვიღებ და ეს მამხნევებს. პასუხისმგებლობას ყველა ვგრძნობთ და ვეცდებით, თქვენი და როგორც თქვით, ჩემი იმედები გავამართლო, რადგან ყველაზე მეტად ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის მოგება მე მსურს.

საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია.

ჯგუფში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ამ თამაშის მგოება აუცილებელია. დღეს დავიწყეთ ტაქტიკური მზადება და იმედიანად ვართ განწყობილები", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული