ვლადიმირ ვაისი: ეს ჯანო ანანიძის საუკეთესო პოზიცია არაა... მე მას სხვაგან ვხედავ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩს დაესწრო, სადაც ერთმანეთს საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" და ჯანო ანანიძის "სპარტაკი" დაუპირისპირდნენ.

- მინდა, გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს - ვლადიმირ ვაისი რუსეთშია

მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, როგორც ჩანს, რუსული მედიისთვის საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. თამაშამდე ვაისი ერთ-ერთ ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც გიორგი ჯიქიაზეც ისაუბრა, მატჩის შემდეგ კი ნაკრების მწვრთნელი რადიო "სპორტ ფმ"-ის სტუმარი იყო.

"მოსკოვში სპეციალურად ჯანო ანანიძისა და საბა კვირკველიას თამაშის სანახავად ჩამოვედი.
მიხარია, რომ ჯანომ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

ანანიძემ "სპარტაკში" ფორვარდის უკან ითამაშა. ჩემი აზრით, ეს მისი საუკეთესო პოზიცია არაა. მე მას სხვაგან - ფლანგზე ან ნახევარდაცვის სიღრმეში ვხედავ.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელ იური სიომინს იმისთვის, რომ "რუბინიდან" კვირკველია წამოიყვანა და მას შანსი მისცა", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სისწრაფეები ყოველდღიურად იზრდება. ჩვენიანებმა რამე თუ არ მოიფიქრეთ ისევ „ტურისტებად“ დარჩებით და ამ ჩემპიონატსაც შემდეგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებთ!
მე მიყვარს ფეხბურთი
18:10 20-03-2017
0
კარებში დააყენე ბარემ ჯანო:) კარერაზე უკეთ იცი შენ მაგ ამბავი დავიჯერო?:)|ისემც რა გითხრა მე შენ.დვალიშვილს რომ თავდასხმაში ათამაშებ ჯანო რომ კარში დააყენო არც ეგ გამიკვიედება შენსგან
ucha
18:59 20-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული