იძულებითი ცვლილება ნაკრებში: ვაისმა ლობჟანიძე და დვალიშვილი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

თბილისში საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებული თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდნენ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი დისკვალიფიკაციის გამო სერბეთთან მატჩს ტოვებდა და მხოლოდ ლატვიასთან განაცხადში იყო.

- თორნიკე ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და ეტლით გადაადგილდება

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად შეკრებაზე ორი ფეხბურთელი გამოიძახა.

ვაისის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან
დაგეგმილ ეროვნული გუნდის შეკრებას ყაზახეთის "ატირაუს" წევრები: უჩა ლობჟანიძე და ვლადიმერ დვალიშვილი შეუერთდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა სერბეთთან და ლატვიასთან მატჩში:

მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), სოლომონ კვირკველია - ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - ატირაუ (ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელორუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი - ატირაუ (ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია)

მატჩების განრიგი:
საქართველო-სერბეთი, 24 მარტი, 21:00 საათი, "დინამო არენა"
საქართველო-ლატვია, 28 მარტი, 18:00 საათი, "დინამო არენა".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 52 /
5-6 ნორმალური ფეხბურთელი გვყავს და აქედან თამაშებზე 2 ან 3 მუდმივად გვაკლდება. ძალიან საწყენია. იქნებ ახალი ვინმე აღმოვაჩინოთ, მაგალითად: არაბიძე. როგორმე არ წავაგოთ ,როგორმე არ წავაგოთ.
merabi
15:37 16-03-2017
0
ნეტავი ისე მოხდეს თუ ათამაშებენ ორივენ მაგრად ითამაშოს, მაგრამ ამ ავთო ებრალიძეს რატომ არ იძახებს ვაისი საინტერესოა. გუშინაც 90 წუთი ითამაშა საშინაო შეხვედრაში პენაფიელის წინააღმდეგ რომელშიც 3:1 გაიმარჯვეს. ნამდვილად გააძლიერებდა გუნდს, ოქრიშილი არა, ყაზაიშვლი უთამაშებელი და ებრალიძეც ზუსტად მაგ პოზიციის ფეხბურთელია. ინჩ ე კატარვუმ
Eric cantona
14:36 16-03-2017
0

სიახლეები პოპულარული