გიორგი ჯიქია: საიდან მოიტანეთ, რომ საქართველოს ნაკრების საკითხი დახურულია?

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ჯიქია ამხანაგური მატჩებისთვის რუსეთის ნაკრებში იხმეს და ამას წინათ, მის სანახავად "სპარტაკის" თამაშს რუსეთის ნაკრების მწვრთნელიც დაესწრო. ჯიქიას ხილვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც სურთ და უკვე ისე ჩანდა, თითქოს საკითხი გადაწყვეტილი იყო - ჯიქიას რუსეთის ნაკრებში უნდა ეთამაშა, მაგრამ თავად ფეხბურთელის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში იყავი?
- დეკემბერში ვიყავი, ცხოვრებაში პირველად. კარგად მიმიღეს. იმდენი ნათესავი მყავს იქ...
ყველა მოვინახულე. ახალ წლამდე მსურდა დარჩენა, მაგრამ დამირეკეს: სასწრაფოდ მოსკოვშიო. ასე იყო საჭირო. სამედიცინო შემოწმებაზე ჩამოვედი და "სპარტაკთან" კონტრაქტი გავაფორმე, შემდეგ მუზეუმიც დავათვალიერე...

- ქართველებს, ისე, როგორც არავის, შეუძლიათ ადამიანის გადარწმუნება. თქვენს გადარწმუნებასაც ეცადნენ?
- ეროვნულ ნაკრებზე მესაუბრებით? იყო საუბრები. ეს საუბრები დიდი ხნის წინ დაიწყო. გადარწმუნებას აზრი არ აქვს. მოწვევა მაქვს საქართველოდან, მოვწონვარ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- ერთი წუთი... საკითხი ხომ უკვე დახურულია?
- საიდან მოიტანეთ, რომ საკითხი დახურულია? ჯერ არა.

- რუსეთის ნაკრებში გამოგიძახეს...
- საკითხი იმ შემთხვევაში დაიხურება, თუ ოფიციალურ მატჩში ვითამაშებ. ჯერ არ დახურულა, ვფიქრობ. მაგრამ ახლა მთელი კონცენტრაცია "სპარტაკზე" მაქვს.

- რამდენიმე წლის წინ რომ შემოეთავაზებინათ შენთვის საქართველოს ნაკრებში თამაში, წამითაც არ დაფიქრდებოდი?
- დიდი ალბათობით, კი. მაგრამ მაშინ არავის ვჭირდებოდი...
მკითხველის კომენტარები / 26 /
სხვისი განსჯა ადვილია და პატრიოტიზმე აპელირება მით უფრო, ნაკრებში თამაში იდეაფიქსია კი არ უნდა იყოს!!!
musenbezi
01:41 18-02-2017
0
იოზილი ქურთია და არა თურქი ისევე როგორც გიუნდოგანი და ამიტომ ქურთს თურქის სახელით თამაშს ნებისმიერი სხვა რამის ქნა ურჩევნია
ბაჩო გ
01:18 18-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული