ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კიდევ უფრო დაბლა - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
9 თებერვალს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წინა თვესთან შედარებით 4 პოზიციით დაქვეითდა და 263 ქულით 125-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იანვარში ორი ამხანაგური მატჩი გამართა დუბაიში უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებთან. "ჯვაროსნებმა" უზბეკეთთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, ხოლო იორდანიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, თუმცა აღნიშნული შედეგები ფიფას რეიტინგში არ აისახა, რადგან მატჩები ფიფას ეგიდით არ ტარდებოდა.

პირველ ათეულში კი ერთი ცვლილება მოხდა: საფრანგეთის ნაკრებმა კოლუმბიას გადაუსწრო და ამჟამად მე-6 ადგილზეა.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ