კიდევ უფრო დაბლა - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
9 თებერვალს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წინა თვესთან შედარებით 4 პოზიციით დაქვეითდა და 263 ქულით 125-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იანვარში ორი ამხანაგური მატჩი გამართა დუბაიში უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებთან. "ჯვაროსნებმა" უზბეკეთთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, ხოლო იორდანიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, თუმცა აღნიშნული შედეგები ფიფას რეიტინგში არ აისახა, რადგან მატჩები ფიფას ეგიდით არ ტარდებოდა.

პირველ ათეულში კი ერთი ცვლილება მოხდა: საფრანგეთის ნაკრებმა კოლუმბიას გადაუსწრო და ამჟამად მე-6 ადგილზეა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე თვითონ მიკვირს ამას რომ ვამბობ,მაგრამ ადრე ვიღაცას პასუხს მაინც სთხოვდნენ ცუდ შედეგზე და ეხლა ხმას არავინ იღებს.ყველა ასაკობრივში ცუდი შედეგი გვაქვს და მწვრთნელებს არ ცვლიან მაინც.არც დამოკიდებულებას.სირცხვილი კობიაშვილს და მის გუნდს.რა იმედი მქონდა ამათი!ღმერთმა თვალი აგიხილოთ და საქმე გეკეთებინოთ.
zviad
09:42 11-02-2017
0
მოიგო არჩევნები ხო სულ ტვიტონ მოიგო რაა,7 კაცი დაიჩირეს და ეგრე მამუკაც მოიგებდა კვარაცხელია
taro
01:41 10-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული