ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ოთარ კიტეიშვილი: შეცდომებზე ვსწავლობთ და ამიტომ პროგრესს გავაგრძელებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა უზბეკეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

23 იანვარს, დუბაიში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუზავდა - 2:2.

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"მთლიანობაში, საინტერესო თამაში გამოვიდა, ყველამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, კარგად ვითამაშეთ გუნდმა. კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ გავუშვით გოლი.

ეს ამხანაგური თამაში პირველი იყო ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში, შეცდომებზე ვსწავლობთ და ამიტომ პროგრესს გავაგრძელებთ", - თქვა კიტეიშვილმა.

საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 იანვარს,
იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ Theyab Awana Stadium სტადიონზე გამართავს. საქართველოსა და იორდანიის საფეხბურთო დაპირისპირება ოთხშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ