არაბული, მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, შონია... ვაისმა ფეხბურთელთა გამოძახება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ორი ამხანაგური მატჩისთვის გუნდში ფეხბურთელების გამოძახება უკვე დაიწყო.

ბათუმის "დინამოს" ოფიციალური საიტის ცნობით, ვაისმა ნაკრებში 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თეიმურაზ შონია გამოიძახა.

როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ნაკრებში გამოძახებულნი არიან "სამტრედიის" მეკარე ომარ მიგინეიშვილი, მცველი ლაშა შერგელაშვილი და ფორვარდი ბაჩანა არაბულიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში, დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 23 იანვარს ჩვენი ნაკრები უზბეკეთის, ხოლო 25-ში იორდანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ასევე დაგაინტერესებთ