მეორე ლიგიდან "დინამომდე" - თბილისელები "შევარდენი 1906"- ის ფეხბურთელს იმატებენ

AutoSharing Option
"შევარდენი 1906"- ის ფეხბურთელი საბა თავაძე კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ "შევარდენის" პრეზიდენტ, გეგი კიკაბიძისგან შეიტყო, რომლის თქმითაც კონტრაქტი ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა, მაგრამ ყველაფერი შეთანხმებულია და რამდენიმე დღეში თავაძე "დინამოს" მაისურს მოირგებს.

23 წლის საბა თავაძემ, რომელიც ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია, გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა, საიდანაც ორი ჯარიმაა.

შეგახსენებთ, რომ "შევარდენი" გასულ სეზონში მეორე ლიგაში ასპარეზობდა და 41 ქულით C ზონის გამარჯვებული გახდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმიტო ყავდათ ნახევარი თამაშები ზამენაზე ხო? )))) ეხა რომ თავს იპიარებენ ვითომ რამე წვლილი ქონდეთ საბას დინამოში მოხვედრაში. უბრალოდ ეხა მიეცა შანსი დინამოსგან საბას სხვა არაფერი :))) დამსახურებით დიდიხანია იმსახურებს
nika
15:40 25-12-2016
0
უაზრო მოყვანილ ლეგიიონერებში ფულის სყრას თანამემამულეს მისცეთ ფული ნამდვილად ჯობს :D
0

სიახლეები პოპულარული