ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვაზე უარი არ უთქვამს?

AutoSharing Option
ქართულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ინვესტორმა ქუთაისის "ტორპედოს" შეძენაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას ქუთაისური კლუბის შეძენაზე უარი არ უთქვამს, პროცესს კი ქუთაისის მერია აფერხებს.

შეგახსენებთ, რომ ჩაჩავა კლუბის პრეზიდენტის სტატუსით "ტორპედოში" სეზონის დასაწყისში მივიდა, მაგრამ ოფიციალურად მას პრეზიდენტად არ ამტკიცებდნენ. შემდგომ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამაც განაცხადა, რომ ჩაჩავასთან შეთანხმება ვერ შედგა და მასთან ყველა მოლაპარაკება ჩაშლილია, თუმცა რატომ, მიზეზი უცნობია. თანაც, ბიზნესმენს, რომელმაც გარდამავალ ჩემპიონატში "ტორპედოში" დაახლოებით 250
000 ლარი (მისი თქმით) ჩადო, "ტორპედოს" შეძენა არ გადაუფიქრებია და დღესაც სურს.

- აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ "ტორპედო", გორის "დილას" მსგავსად, აუქციონზე გაიყიდება, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, მერიას "ტორპედო" აუქციონზე არ გააქვს...

Sportall.ge ორივე მხარესთან დაკავშირებასა და მათი პოზიციის მკითხველისთვის გაცნობას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალბათ სჭირდებათ ტორპედო ფულების გასათეთრებლად
რევაზ
18:22 16-12-2016
0
ბოლო წლებია კარგად ვიცით თუ რა ბურუსი სუფევს ტორპედოს თავს , უკვე ძაან შეტოპეს მეტისმეტი მოუვიდათ და ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ლოდინის დრო აღარ არის ზომები უნდა მივღოთ! სწორედ ეხლა წყდება გუნდის ბედი თუ რა ამბიციები ექნება ახალი სეზონისთვის და გულშემატკივარმაც ჩვენი დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში, დიახ ტორპედოს გულშემატკივრებს მოგვიწევს ზომების მიღება და 1 დიდი აქციის გამართვა მერიასთან რათა კლუბი გადასცენ ამ ადამიანს რომელსაც მართლა გულით უნდა ჩვენი გუნდის წელში გამართვა და განვითარება. საქართველოში ყველაზე მაგარი ქუთაისელი გულშემატკივარი თავისგასაკეთებელს კიდევ ერთხელ გააკეთებს როგორც აქამდე არაერთჯერ გაუკეთებია და დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ ყველაფერი იქნება ისე როგორც საჭიროა ტორპედო ქუთაისისთვის.
ქუთაისელი
16:10 16-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული