თბილისის "დინამოდან" ლადო დვალიშვილიც წავიდა - პოლონეთი თუ ისრაელი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა. ეს ინფორმაცია მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა.

- სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" კიდევ 3 გამოცდილი ფეხბურთელი დატოვებს

დვალიშვილი თბილისურ კლუბს ევროთასების დაწყების წინ შეუერთდა.

"თბილისის "დინამო" დავტოვე. ამ ეტაპზე მაქვს რამდენიმე შემოთავაზება. რეალური ვარიანტია პოლონეთიდან და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ასევე დამირეკეს ისრაელიდან... რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს", - გვითხრა დვალიშვილმა.

საინტერესოა, რომ ლადოს აქვს როგორც პოლონეთში, ისე ისრაელში თამაშის გამოცდილება. ჰაიფას "მაკაბისთან" ერთად დვალიშვილმა ჩემპიონთა
ლიგაშიც ითამაშა. რაც შეეხება პოლონეთს, ამ ქვეყანაში დვალიშვილს "პოლონიასთვის", "ლეგიასა" და "პოგონისთვის" გაჰქონდა გოლები.

საქართველოს ნაკრებში მას 2009 წლიდან უხმობენ. ამ დროის განმავლობაში მან ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თბილისის დინამო ევრო ტურნირზე ვერ მოხვდა. ეს პირველ რიგში ლადო დვალიშვილის დამსახურება იყო. ლადო დვალიშვილი რომელიც საქართველოს ნაკრებში წამგებიანი ფეხბურთელია, თბილისის დინამოში რას გააკეთებდა. ასე რომ ლადო დვალიშვილის წასვლა თბილისის დინამოდან ძალიან გამიხარდა.
მამუკა
22:21 16-12-2016
0
აუფ,რა გვეშველება აწი.ვის უნდა წაიყვანოს.ბურთის გატანა მაგან არ იცის და პასი და თავით თამაში.მეტი რა იცის.მინდორს ზომავს იქეთ აქეთ.
გოგა
13:15 16-12-2016
0

სიახლეები პოპულარული