რატომ ამჯობინა "ჩიხურამ" "სამტრედიასთან" მატჩის "დინამო არენაზე" გამართვა

AutoSharing Option
11 დეკემბერს, საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა გაიმართება. "ჩიხურა" "დინამო არენაზე" "სამტრედიას" უმასპინძლებს და პირველ შეხვედრაში 0:2 წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება... წინასწარ იყო ცნობილი, რომ საჩხერელები ფინალის საპასუხო მატჩს საკუთარ არენაზე ვერ უმასპინძლებენ, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ ივანწმინდაში თამაში ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს აუკრძალა - მიზეზი მოედნის საფარის ცუდი მდგომარეობა იყო.

ნოემბერში საჩხერელთა დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ამბობდა, რომ "ჩიხურამ" თბილისში საშინაო არენად "მიხეილ მესხი" შეარჩია.

- ...ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - სად ჩაატარებს საჩემპიონო ფინალის მატჩს "ჩიხურა"

ახლა კი ცნობილი გახდა,
რომ თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩატარდება.

რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება? ამის გასარკვევად საჩხერელთა დირექტორს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით.

"რაგბის ნაკრების თამაშების შემდეგ მოედნის საფარი ვნახეთ. მას შემდეგ "მიხეილ მესხზე" კიდევ რამდენიმე საფეხბურთო მატჩი ჩატარდა და მინდორი საკმაოდ შეილახა, ხოლო მის მოწესრიგებას გარკვეული დრო სჭირდებოდა. ჩვენ კი თამაში კარგ საფარზე გვსურს.

ამას გარდა, ბიჭები დიდ მოედანზე თამაშს ითხოვდნენ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მატჩის "დინამო არენაზე" დანიშვნა ვამჯობინეთ.

რაც მთავარია, დიდი მადლობა თბილისელთა პრეზიდენტ რომან ფიფიას - მან ჩვენი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანა და ყველანაირად გვერდში დაგვიდგა", - ამბობს შუკაკიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
რუსთავი ბოლო წვვეთი იყო და მანამდე ჯერ თასიდან გააგდეს სამტრედია უსინდისო მსაჯობით დინამოსთან(მალაღურაძის თამადობით), მერე ფოთი იყო ტანკებით, ბეტეერებით და შეიარაღებული, ავტომატიანი პოლიციელებით და მხედრიონელებით (სულო ცოდვილო ავიაცია არ გამოუყენებიათ) დაახლოებით ხუთ მეტრიანი თამაშგარედან გაუტანეს პირველი გოლი, შემდეგი გაჩერება ბათუმი იყო (გუნთაძის შესრულებით, რომელიც ზაზა ჯანაშიამ მოედანზევე ცემა, როგორც თბილისში მალაღურაძე ცემა დავით ცომაიამ. ხოომ წარმოგიდგეენიათ როგორ გამოყავდათ ფეხბურთელები მწყობრიდან) და ბოლოს რუსთავი სადაც იყო უსამართლობის, უსინდისობის და უზნეობის ზეიმი. აი ასე წაართვვესს პატარა ქალაქ სამტრედიას ჩემპიონობა და დიდი სიხარული დინამოს გამო. იმედია გამოაქვეყნებთ.
samtrezia
21:07 10-12-2016
0
ჯერ ერთი სამტრედიელებს აქვთ საფუძველი დინამო არ უყვარდათ, ჩვენ გვახსოვს 1995 წელი როცა სამტრედიას ყველაზე ბინძური მეთოდებით წაართვეს ჩემპიონობა, ბოლო თამაშზე რუსთავში ორი გოლი ხო არ ჩათვალეს და ფეხბურთელებს მათი ოჯახებით და ოჯახის წევრებით ემუქრებოდნენ, თუ არ იყო ასე თქვას ხურცილავა როგორ ეხვეწებოდა ტარიელ ჩაჩუას შევეშვათ ჩემპიონობას გვემუქრებიანო. ფანებს შორის დაპირისპირებაც მაგათ მა დაიწყეს თბილისში მანქურთებივით მისაღებია თითო სამტრედიელს და სამტრედიაში გალიაში გამოკეტილები იცავს სპეცრაზმი. სამტრედიას არ ვუგულშემატკივრებ ევროპაზეო: ჯერ შენი ქალაქის გუნდის გულშემატკივრობს ისწავლე ოთხმილიონიან ქალაქში ორასი კაცი რომ არ გულშემატკივრობს ერთ დროს ყველასთვის საყვარელ დინამოს და ისე არც ჩვენ ვიხილავთ თავს დინამოს გულშემატკივრებით ევროარენაზე. ასე რომ ხვალ საჩხერეს სამტრედიას ცოტა ფანი ეყოლება და მიდი დაეხმარე ცოტა არ გამოჩდნენ.
გელას
19:23 10-12-2016
0

სიახლეები პოპულარული