ზუგდიდში უკრაინელი ინვესტორის ჩასვლას ელიან, ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში", კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის გამართული დიალოგის შედეგად, ფეხბურთელებმა სავარჯიშო პროცესი განაახლეს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ზუგდიდური გუნდის ფეხბურთელებმა, სახელფასო დავალიანებისა და კლუბში არსებული გაურკვევლობის გამო, დახმარებისთვის სფფ-ს მიმართეს და ამავდროულად, მომავალი შეხვედის ბოიკოტირებით დაიმუქრნენ.

- "ზუგდიდის" ფეხბურთელები სფფ-ს: "სიონთან" სათამაშოდ არ გავალთ, თუ...

2 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ მომდევნო ტურის მატჩამდე (ზუგდიდი-სიონი) ფეხბურთელთა და ადმინისტრაციის მიმართ არსებული დავალიანების გარკვეულ ნაწილს დაფარავს.

რაც შეეხება უკრაინელ ინვესტორსა და
ქალაქის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებს, როგორც ირკვევა, უკრაინელ ინვესტორს ზუგდიდში უახლოეს დღეებში ელოდებიან და ამის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა უკრაინულ მხარესთან თანამშროლობა. მთლიანი დავალიანების გასტუმრებასთან დაკავშირებით ზუსტ პასუხსაც კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ამ შეხვედრის შემდეგ გააცნობს.

ნიკოლოზ აფაქიძე ("ზუგდიდის" კაპიტანი):
"ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის შედგა დიალოგი და მივიღეთ პირობა, რომ არსებული დავალიანების გარკვეულ ნაწილს გაისტუმრებენ, თუმცა ერთობლივი შეთანხმების უმთავრესი ამოცანა მომავალი ტურის მატჩია, სადაც "ზუგდიდის" მომავალი შეიძლება გადაწყდეს.

ქალაქის, გულშემატკივრების და საერთოდ, ზუგდიდური საფეხბურთო გუნდის მომავლისთვის, ფეხბურთელებმა მოვილაპარაკეთ, რომ "სიონთან" მატჩზე მაქსიმუმი გავიღოთ, ჩვენი ჟინით და ბრძოლით, კიდევ ერთხელ მივაღწიოთ წარმატებას და გავახაროთ ჩვენი ერთგული ქომაგები.

ამ ეტაპზე ყველა პრობლემა უკანა პლანზეა გადაწეული და ვემზადებით, სრული საომარი მოტივაციით 12-ე ტურის მატჩისთვის".

ლევან გულორდავა ("ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტი):
"ჩვენი საუბარი დასრულდა ისე, რაც ზუგდიდის საფეხბურთო მომავლისთვისაა აუცილებელი და ფეხბურთელები ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ.

ბუნებრივია, კლუბმა ყველანაირად უნდა უზრუნველყოს თითოეული ფეხბურთელი თუ თანამშრომელი, რაც ასეც მოხდება ამ ვითარების მიუხედავად.

წინ მეტად მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ამ წუთას ყველანი სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულნი. გუნდის სამომავლო გეგმებზე კი ვრცლად მას შემდეგ შეგვეძლება საუბარი, როცა ქალაქის მერიასა და უკრაინელ ინვესტორს შორის, უახლოეს დღეებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება".

მომზადებულია fczugdidi.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოუგებენ კი არა კვახი...
გიო
22:42 13-11-2016
0
ისე ინალიშვილის თავია გაბელიას გუნდიდან გაშვება.მოგვაშორეთ ეს კაცი ამის გაკეთებული საქმე ჯერ არ გვინახია, პირიქით მისი დიდი წვლილია ამ არეულობაში რაც გუნდში ხდება.
ბადრი
11:00 03-11-2016
0

სიახლეები პოპულარული