"დილას" მეპატრონე: მომავალი სეზონიდან გეყოლებათ გუნდი, რომლითაც იამაყებთ!

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ გორის "დილა" ღია აუქციონის წესით გაიყიდა და მისი მფლობელი კომპანია "სტარსპორტინვესტი" გახდა.

კომპანიის ხელმძღვანელი ქალაბატონი ეკატერინე თორდიაა, წარმომადგენლები კი, ქართველებთან ერთად, ებრაელი ბიზნესმენები, რომელთაც, როგორც კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში ამბობენ, ოცნებად ჰქონიათ, რომელიმე საფეხბურთო კლუბის მფლობელები ყოფილიყვნენ.

ვრცლად გორული კლუბის მომავალზე კომპანიის წარმომადგენელმა ავი ციონმა "დილას" პრესსამსახურთან ინტერვიუში ილაპარაკა.

"ჩვენ რამდენიმე პარტნიორი ვართ, ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და სულ გვინდოდა, რომ საფეხბურთო კლუბის მფლობელები ვყოფილიყავით. საქართველო კი ჩვენი საქმიანობისთვის შევარჩიეთ იმიტომ, რომ მიგვაჩნია - აქ ბიზნესის კეთება მარტივია და
ამასთან, მეგობრული ქვეყანაა.

როცა კლუბის შეძენის თაობაზე დავიწყეთ ფიქრი, იყო რამდენიმე ვარიანტი, თუმცა, როცა გორში პირველად ჩამოვედით, სტადიონზე დავდგით ფეხი და გავეცანით "დილას" ტრადიციებს, წარმატებებს, არჩევანი სწორედ ამ კლუბზე შევაჩერეთ. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ლაპარაკს საქმის კეთებას ამჯობინებს", - ამბობს ავი ციონი.

"დილას" შესაძენად მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობების გათვალისწინებით, ახალმა მფლობელებმა თავიანთ თავზე აიღეს არსებული დავალიანების გასტუმრება და წლის ბოლომდე გარკვეული ინვესტიციის ჩადებაც ითავეს.

იხილეთ, რა პირობებით იყიდა ებრაულმა ბიზნესჯგუფმა გორის "დილა" - გორის დილა იყიდება - პირობების სრული აღწერა

"2016 წლის დარჩენილი 3 თვის განმავლობაში ვაპირებთ კლუბში 1 მილიონამდე ლარის ინვესტირებას. ამასთან, მომავალი წლიდან ვაპირებთ, ყოველ სეზონში 500 000-1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

გარდა ამისა, სპონსორების საშუალებით ვაპირებთ ახალი და საინტერესო პროექტების წამოწყებას.

ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის ახალგაზრდული აკადემიისთვის მოედნის ხელოვნური საფარის განახლება და აკადემიის აშენება, რომელიც მოიზიდავს ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან.

ვგეგმავთ ასევე კლუბის სტრუქტურის განვითარებას და მის ევროპულ დონესთან გათანაბრებას. ამისთვის არ დავზოგავთ ფულს. განზრახული გვაქვს ამ საკითხში მსოფლიო დონის სპეციალისტების ჩართვა, რომლებიც კონსულტაციას გაგვიწევენ", - აცხადებს ციონი.

კლუბის ახალმა მეპატრონემ მიმდინარე სეზონის თაობაზეც ისაუბრა:

"რასაკვირველია, არ დავუშვებთ, რომ მომდევნო სეზონი ისეთივე იყოს, როგორიც ახლანდელია. ჩვენ შუა სეზონში შევუდექით საქმიანობას და ამ სეზონის შედეგებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები და ფეხბურთელები აცნობიერებენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ გორის "დილასა" და გულშემატკივრების წინაშე აიღეს.

შემიძლია გითხრათ, რომ არავინ გაგვითავისუფლებია დაკავებული პოზიციებიდან. ყველას რეალურ შანსს ვაძლევთ, აჩვენონ, რომ იმსახურებენ, იყვნენ "დილას" ნაწილი.

3-თვიან პერიოდს გამოვიყენებთ სისტემის შესასწავლად. ვაკვირდებით ყველა მატჩს, მათ შორის - საწვრთნელ თამაშებს და იმედი მაქვს, ყველას ესმის, რომ ბევრი უნდა იმუშაონ იმისთვის, რათა მომავალ სეზონში "დილას" შემადგენლობაში დარჩნენ.

გარანტიას ვაძლევ გორელებს, რომ მომავალი სეზონიდან ეყოლებათ გუნდი, რომლითაც იამაყებენ, რომელიც ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებს და ევროტურნირის საგზურს მოიპოვებს. ამაზე ნაკლები შედეგი ჩვენთვის მარცხი იქნება".

- ავი ციონი: ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა "დილას" პრობლემები აღმოვფხვრათ

ავტორის ფოტო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
dila gori
26 ოქტომბერი 2016 17:25
გუადუა გული არგაგისკდეს შურისგან ექიმთან წადი ჯობია.

სულ ესაა რაც მოისაზრა შენმა მოყინულმა ტვინმა კომენტარის სახით?გადი ბიჯო მზეზე იქნებ თავი გაგითბეს, ტვინი გალღვეს და მეტად იაზროვნო, მთლად ნუ შეირცხვენ თავს .
Guadua
11:51 27-10-2016
0
ახლა აქ დაბოღმილი ხალხის ლაპარაკი ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს განსაკუთრებით გორელებს და დიდი იმედი გვქვს ამ ჯგუფის შედეგი აცილებლად დაიდება
დუდე
21:02 26-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული