თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივში" ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ დაკავებული პოსტი დატოვა. კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების შედეგად იქნა მიღებული.

როგორც კლუბის პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არაერთ კანდიდატს განიხილავს, ერთ-ერთი კი გიორგი დევდარიანია.

შეგახსენებთ, რომ დევდარიანი "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, უმაღლეს ლიგაში კი გორის "დილაში" უმუშავია. დევდარიანს ასევე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები გაუწვრთნია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დარწმუნებული ვარ რო წარმატებას მიახწევს და ძალიან საინტერესო ფეხბურთს ათამაშებს . იმაშიც ვარ დარწმუნებული რო მის ხელში ბევრი ახალი სახე გამოჩდება რომლებიც ახლო მომავალში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოადგება . წარმატებები ნიჭიერ კაცს და მომავლის გუნდს !
ბაჩო
14:11 25-10-2016
0
მათე არ მოგენატრა მშობლიური პენატები.ყველაფერი გააკეთე რომ მოხვდე ტორპედოში. რა თქმა უნდა ტორპედოს მამებმა უდა გამოავლინონ ინიციატივა!
გოგი ქუთაისელი
12:07 25-10-2016
0

სიახლეები პოპულარული